განა …
მოსახლეობა 27 მილიონი …
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 38 მილიარდი $…
ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1384 $
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ხისტ მეთოდებს მიმართავს თავისი შიდა ბაზრის დაცვის მიზნით. ამჯერად თემა არის ცემენტის იმპორტი …
ქვეყანაში მიიღეს ესპორტ-იმპორტის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ცემენტის შემოტანა 2016 წლის 5 აგვისტოდან იკრძალება. იმპორტის მსურველს მოეთხოვება დამატებითი ლიცენზია. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმაც და ციხეც. სახელმწიფომ სპეციალური კომისია შექმნა, რომ ამ კანონის აღსრულებას თვალი მიადევნოს.
რატომ მიიღეს ასეთი ხისტი ღონისძიება? გამოეხმაურენ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ძახილს, რომ დემპინგურ ფასში შემოტანილ ცემენტს კონკურენციას ვერ უწევენ ფასში.
განას შემთხვევაში რას მოიტანს ეს ხისტი ღონისძიება ჯერ უცნობია, მაგრამ ზიმბაბვეს შემთხვევაში რაც მოიტანა შედეგად ეს კარგად ვიცით. საერთოდ ვფიქრობ, რომ ზედმეტი სიხისტე ამ საქმეში რა შედეგიც მომტანია, იმაზე მეტი უარყოფითი გვერდითი ეფექტები მოჰყვება ხოლმე. არადა ნამდვილად არსებობს გზა, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს ჭკუა იხმაროს და უკეთესი გზა მოძებნოს შედეგის მისაღებად.