ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სამარხვო პანეტონე (კულიჩი)

ქართულია & kar.ge-ა!

დაიწყო დიდი მარხვა და თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% მარხულობს, შესაბამისად დღეს მინდა გაგაცნოთ საქართველოში დამზადებული ტკბილი სამარხვო კულიჩი, თუმცა ვფიქრობ დასახელებაში პროდუქტი კექსად, რომ ყოფილიყო მოხსენებული უკეთესი იქნებოდა. სასურველია საქართველოში წარმოებულ პროდუქტს დასახელებაც ქართული ჰქონდეს. 500 გრამიანი პანეტონე 2.80 ლარი ღირს. რაც შეეხება გემოს წააგავს არც ისე გემრიელ სააღდგომო პასკას ქიშმიშის მცირე რაოდენობით, ალბათ ცოტა სიტკბოს დამატებაც არ იქნებოდა ზედმეტი, თუმცა ჩაისთან მისაყოლებლად უარს ნამდვილად ვერ იტყვით.

პანეტონეს აწარმოებს ი.ს. “თბე”. კექსის შემადგენლობაში შედის ხორბლის ფქვილი, შაქარი, წყალი, მცენარეული ცხიმი, ქიშმიში, საფუარი, სანელებლები. 100გრ. პროდუქტის ენერგრტიკული ღირებულებაა 251 კალორია.