ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

1 სერიოზული შეკითხვა BLACK SEA ARENA-სთან დაკავშირებით …

BLACK SEA ARENA …
ურეკის საკონცერტო დარბაზი …
200,000,000 ლარზე მეტი ინვესტიცია …
გათვლილია 10,000-მდე მაყურებელზე…
ქვეყანას კიდევ ერთი უნიკალური „მარგალიტი“ მიემატა …
30 ივლისს უკვე პირველი კონცერტი იგეგმება …
და მოჰყვება ამას ბლომად კონცერტები კიდევ …
და ეს უნიკალური ნაგებობა დღეს ფონდმა ქართუმ სახელმწიფოს გადასცა …
მთლად გასაგები არაა ეს ფაქტი ჩემთვის, თუმცა თავად ფაქტია უნიკალური!
რაც კარგია, კარგია! მადლობა ფონდ ქართუს და ბ. ივანიშვილს!

ამ სტატიით კი აქცენტი სხვაგან მინდა დავსვა …

ჩვენთან პოპულარულია FDI – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემით ოპერირება. ითვლება, რომ რაც მეტია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მით უკეთესია. ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა უცხოელი რომ ინვესტიციას აკეთებს, მის მიმართ დაფასება ხშირად ყოველგვარ ზღვარსაც გადადის. საქართველოს სტატისტიკის სამსახური პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ითვლის [აქ ნახეთ].

შეკითხვა:

ფონდი ქართუ აკეთებს 200 მილიონიან ინვესტიციას. ამას ვინმე დაითვლის და სადმე ასახავს როგორც მაგალითად პირდაპირ შიდა ინვესტიციას???

გავშლი და დავაზუსტებ …

ფაქტია, რომ კონკრეტული ორგანიზაცია [ამ შემთხვევაში ფონდი ქართუ] საქართველოში აკეთებს უზარმაზარ ინვესტიციას – 200 მილიონზე მეტს. ამ ორგანიზაციის მსგავსად ძალიან ბევრი ქართული ბიზნეს თუ არაბიზნეს ორგანიზაცია აკეთებს მილიონობით ინვესტიციას ყოველწლიურად. ჰოდა:

  1. თუ უცხოელი ინვესტორი ითვლება ინვესტორად, მაშინ შიდა ინვესტორი რატომ არ ითვლება ინვესტორად?
  2. რატომ არ აღრიცხავენ შიდა ინვესტორების მიერ საქართველოში ჩადებულ ინვესტიციას?
  3. რატომ სათანადოდ არ აფასებენ შიდა ინვესტორებს, რომელიც უფრო დაინტერესებულია განავითაროს ჩვენი ქვეყანა ვიდრე უცხოელი?
  4. წლიდან წლამდე რატომ მიფრიალებს მთავრობა FDI ზრდას, ხოლო შიდა ინვესტიციებს არც კი აღრიცხავს?