ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
კესანე – მწვანე ჩაი ლამინარიით – ამ აღმოჩენას მწვანე ჩაის მოყვარულები ნამდვილად დააფასებთ!
რა უნდა იცოდე ამ დიდებული პროდუქტის შესახებ?
- ეს არის მწვანე ჩაი [რაც სურათზეა], 20 ცალი ერთჯერადი პაკეტი შეფუთულია კოლოფში და ღირს დაახლოებით 13 ლარი. არის ასევე შავი ჩაი ლამინარიით. იყიდება გუდვილში. პირველად ვნახე გამოფენა-გაყიდვაზე „აირჩიე-ქართული“, რომელიც წინასააღდგომოდ 23-24 აპრილს დიღმის გუდვილში გაიმართა;
- ჩაი ფოთლოვანია. ჩაის ჭიკაში მდუღარე წლის დასხმიდან რამოდენიმე წუთში პაკეტი იმოდენა გახდა, რომ ჭურჭლის ნახევრამდე ამოვიდა. მინიმუმ მეორეჯერ გამოყენება შეიძლება ისე, რომ არომატი არ ეკარგება. მე პირადად ვფიქრობ, რომ დასაყენებელი ვარიანტიც რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა;
- ლამინარია ოკეანური წარმოშობის მცენარეა, რომელიც იოდის დიდი შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ესაა ამ პროდუქტის მთავარი უნიკალობა: იოდის დიდი შემცველობა;
- ამ სტატიის წერის დროს კესანეს ჩაის ვსვამ. გადასარევი გემო აქვს. არომატიც არანაკლები. საერთოდ მწვანე ჩაის დიდი დამფასებელი ვერ ვარ, უფრო შავი მომწონს, მაგრამ ეს კონკრეტული ჩაი ძალიან მომეწონა;
- კესანე – დაბრენდილია თითქმის იდეალურად. ვერანაირ ნაკლს ვერ მოუძებნი. ეგაა, რომ აჯობებდა პროდუქტს Facebook გვერდი და ვებსაიტი ჰქონოდა;
გამოვა კიდევ ვიღაც და იტყვის საქართველოში ხარისხიანი არაფერი კეთდებაო. გადაიხადე ბატონო და ინებე ხარისხიანი პროდუტი!
ვიყიდოთ ქართული პროდუქცია!