ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჩვენი შენიშვნის შემდეგ „სტარტაპ საქართველოს“ დოკუმენტებში ცვლილება შეიტანეს

ეს მინი სტატია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ახალი პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საკმაოდ ყურადღებიანი ხალხის ხელშია. ჩვენს 2 დღის წინანდელ სტატიაში – “5 პრაქტიკული რჩევა თუ სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა გსურთ“, რომელიც ბომბივით გავარდა, აღნიშნული გვქონდა, რომ ინვესტიციაზე იყო წლიური 12%. ეს ძალიან სერიოზული “ხარაკირი” იყო დაინტერესებული საქმიანი საზოგადოებისათვის და ამას ხაზი გავუსვით კიდეც. საბედნიეროდ ის ფაილი შენახული მაქვს.

ასე გამოიყურებოდა „ფინანსური მოდელის ფორმის“ ერთ-ერთი sheet …

old

დღეს კი [დილით შევამოწმე], ჩვენი სტატიის დადებიდან 2 დღეში, ფინანსური მოდელის ფორმის ეს გვერდი გაწმენდილია, ანუ შეცდომა გამოსწორებულია. თქვენ თვითონ ნახეთ აქ. ასე გამოიყურება იგი დღეს:

new

 

დამაიმედებელი ნიშანია!

30 ივნისს, ტექნოპარკში, 19:00-ზე ღია კარის დღეა. იქ შევხვდებით!!!