ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მოცვის ფოთლის ჩაი, შემოქმედი, დღე #9

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

26 მაისს მოცვი პირველად ვიყიდე და გავსინჯე. ორიგინალური გემო აქვს ნამდვილად, თუმცა მართლა ვერ მივხვდი თავად მოცვის ნაყოფზე თავს რატომ იგიჟებენ ასე ევროპაში. 100 გრამში 1.5 ლარი გადავიხადე. ევროპაში კი დახლზე გადაღებული სურათები მაქვს ნანახი და 3 ევროზე მეტი ადევს ფასი. ასეა თუ ისე, მოცვის ჩაის გასინჯვა მომინდა და გამახსენდა, რომ სწორედ შემოქმედს აქვს გამოშვებული. მას შემდეგ შანსს ვეძებდი რომ მეყიდა.

შემოქმედის მოცვის ფოთლის ჩაი რამოდენიმე დღის წინ რუსთაველზე, SMART-ში ვიყიდე.

cheque

ამ ჩეკმა გამახსენა, რომ 4.2 ლარი გადავიხადე და უნდა ვაღიარო, რომ მე, როგორც ჩაისტს ეს ჩაი მომეწონა. როგორ შევადარებდი შემოქმედისვე შავ ჩაის? შავი მე ძალიან მომწონს, აი მოცვს ცოტათი განსხვავებული არომატი აქვს. ამ სტატიის წერის დროსაც მივირთმევ და კმაყოფილი ვარ. დააკვირდით როგორ გამოიყურება მუქ ლურჯ შეფუთვაში. ვიზუალურად ძალიან ეფექტურია.

მოკლედ, შემოქმედის შავი, მწვანე და მაყვლის ჩაების ასორტიმენტს მოცვის ჩაიც შეემატა. მე სხვა ქართველი მწარმოებელი არ ვიცი, რომ მოცვის ფოთლის ჩაი ჰქონდეს. მოიკითხეთ სავაჭრო წერტილებში, შეიძინეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ რას ფიქრობთ.

მაშ,

ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂