მეტყველი სტიკერია ხომ [ზემოთ]?
იგი 2016 წლის 15 მაისს მორიგ Tbilisi Flea Market-ზე შევიძინე და მას შემდეგ ჩემი მობილურის მეორე მხარეს ამშვენებს …
იმიტომ კი არა, რომ სტიკერები მომწონს …
არამედ სათქმელს ამბოოოოოოოოობს …
უ ნ ი კ ა ლ უ რ ა დ!
მიხვდით ხომ?
ხშირად ჩავადნილხართ სიტუაციაში, როცა თქვენი შრომის/ნამუშევრის შემყურეს თქვენი გაკეთებული საქმე ადვილი ეჩვენება და ჰგონია, რომ თვითონაც ადვილად გააკეთებდა და უკეთესადაც კი?
ეს სტიკერი 1 ლარად ვიყიდე და პირდაპირ გეტყვით: ბავშვებს, რომელთაც ეს მოიფიქრეს, კარგი გაყიდვები ჰქონდათ. იმდენად „ცეცხლი“ აღმოჩნდა ეს თემა [ბევრი არანაკლებ cool სტიკერი იყო კიდევ], რომ დიდი შანსია მაესტროს საქმიან დილაშიც კი ამოჰყონ თავი …
როგორც ბევრმა სხვა სტარტაპმა …
მაგრამ იქნება კი იმ დროს მაესტროზე საქმიანი დილა?
იქნება იქ იმ დროს ადამიანი, რომელსაც ან „წიწიბურა“ ან „ქინძი“ არ ექნება ნაჭამი?
ვინც მიცნობს იცის, რომ მე ერთი ადგილის კოცნა არ მჩვევია …
ამიტომ პირდაპირ ვიტყვი …
ჩემი აზრით მაექსტროს საქმიანი გუნდი გიორგი ისაკაძის მეთაურობით პირველი დღიდან მიუკერძოებლად და პროფესიონალურად აშუქებს ყველა იმ სიახლეს, რაც ქართულ ბიზნესში ხდება. ამ ადამიანებმა იციან თემა, უმაღლეს დონეზე იციან თავისი საქმე და მცოდნე ადამიანებს აძლევენ თავისი აზრის ღიად თქმის საშუალებას. გარდა იმისა, რომ გადაცემები რეიტინგულია, ეს გუნდი აკეთებს ქართულ საქმეს. რომელ ქართულ საქმეს? ეს არის ბიზნესის სიახლეების დაბალანსებულად გაშუქება, ქართული სტარტაპების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და ქართული საქმის მხარდაჭერა! ჰოდა აცალეთ!!!
რა შეიძლება არ მოგწონდეს ამაში?
თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკეთესად გააკეთებს საქმეს?
არ ვიცი! ვიცი ერთი, რომ მე, როგორც მაყურებელი, რამოდენიმეჯერ გადაცემის სტუმარი და მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ვამბობ: მაესტროს საქმიანი გუნდი ქმნის ბიზნეს სექტორისათვის აუცილებელ პროდუქტებს ქმნის და ყველას ინტერესში უნდა იყოს მაესტროს გუნდმა ისევე გააგრძელოს მუშაობა, როგორც აქამდე!
მეამაყება, რომ ვიცნობ გუნდის წევრთა უმრავლესობას!
ვითხოვ: დააბრუნეთ ბიზნესკონტაქტი/Business contact და Giorgi Isakadze მაესტროს ეთერში!!!