ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Buy Zimbabwe – კამპანია ზიმბაბვეში

მეკითხებიან ხოლმე – სხვაგან მსგავსი ხდება რამე?

სხვა რომელი ქვეყანა ახდენს თავისი წარმოებულის პოპულარიზებას?

აი ბატონო, ზიმბაბვე რომ გაჯობებს, რაღა ქვეყანა ხარ?

Buy Zimbabwe – ეს არის კამპანია ზიმბაბვეში, რომელიც უკვე წლების დაწყებულია და წელს 8-10 ივნისის პერიოდში ქალაქ კარიბაში უკვე მე-6 სამიტს მართავს. ამ კამპანიას თავისი ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც, სადაც დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თუ რას საქმიანობენ. აქ კი ნახეთ რა ჩართულობა აქვთ, საწარმოებიდან დაწყებული სამინისტროებით დამთავრებული.

მოცემული სამიტის მიზანია თავი მოუყაროს ბიზნესის ლიდერებს და სამთავრობო წრეებს ერთი თემის ირგვლივ სასაუბროდ – „ეკონომიკის რეფოკუსირება სამუშაო ადგილებზე, დოვლათზე და ღირსებაზე“. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ზიმბაბვეში წარმოებულის რეალური მხარდაჭერა. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ზიმბაბვეში აქვთ – 2.5 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში და სიმდიდრე დარჩეს ქვეყანაში.

… უცებ საქართველოს მზარდი სავაჭრო დეფიციტის რიცხვები გამახსენდა …

… 2015 წელს რომ 5.52 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო …

ასეა, ყველა ვისაც ესმის ამ თემის მნიშვნელობა, აკეთებს რაღაცას, მთავრობა ერთვება და შედეგსაც ღებულობენ. ჩვენი დრო უკვე მოდის …

PS

თუ ვინმეს ზიმბაბვეში გამგზავრება და სამიტზე დასწრება მოგინდებათ დაუკავშირდით Mwaita Chidawanyika-ს, 04 303582, 0773 530 680, mwaita@buyzimbabwe.org.zw