რაჭველი გარდაიცვალა.
პატარ-პატარა წვრილი ცოდვები კი აქვს, მაგრამ მთლად საჯოჯოხეთე არაა, ამიტომ სამოთხეში მოხვდა. ოღონდ პატარა საქმეები მისცეს მოსანანიებლად, სამოთხეში დასამკვიდრებლად.
პირველ დღეს უთხრეს, რომ გასარეცხია რაღაცეებიო. გარეცხა.
მეორე დღე გათენდა და ეუბნებიან დასალაგებელიაო. დაალაგა.
მესამე დღეს ეუბნებიან, რომ მოსახვეტიაო. მოხვეტა.
მეოთხე დღე გათენდა და უთხრეს დასაუთოებელიაო და ესეც აუთოებს. აუთოებს და ფიქრობს:
-მე, კაცო მოვკვდი თუ გავთხოვდი?
🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/