ნაყარი – პროცესი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით, ბევრ მოყვარულ მეფუტკრეს/ფერმერს აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის წარმატებით შესასრულებლად.
აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ:
- ნაყარი უნდა დავნამოთ, რათა ფუტკრები არ გაფრინდნენ;
 - საჭირო ჩარჩოების ჩადგმით სკა შევამზადოთ ფუტკრის ჩასასმელად;
 - ყუთში ან ტომარაში ჩამოვფერთხოთ და სასწრაფოდ ჩავსვათ სკაში;
 - თუკი ნაყარი მოშორებით აღმოჩნდა, გამოვიყენოთ თავსახურიანი ყუთი;
 
მაგრამ ეს უნდა ნახოთ!
ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.
KAR.GE