ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

7 kar.ge რჩევა 30 დღიანი გამოწვევის მონაწილეებს

მოგესალმებით მეგობრებო,

 

1 დეკემბერს ვიწყებთ 30 დღიან გამოწვევას

აი გეგმა და აქვე მოსალოდნელი შედეგები

რამდენი ვართ? მართლა არ ვიცი, რამდენიც ჩაერთვება იმდენი ვიქნებით …

ფაქტია, რომ ჩართვის სურვილი 320-მდე ადამიანმა გამოხატა …

ეს ჩემს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინზეც კი 10-ჯერ მეტია …

ვნახოთ რამდენის სიტყვა დაემთხვევა საქმეს …

 

ამ სტატიაში მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ 7 რჩევა, თუ როგორ მოახდინოთ ეფექტური თვითორგანიზება. იქნებ გამოგადგეთ.

  1. შეადგინეთ გეგმა. მე მაქვს ჩემი გეგმა, ანუ წინსწრებით ვიცი თუ რომელი კომპანიების რა პროდუქტები უნდა ვიყიდო და გავაშუქო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 1 დეკემბერს მაინცადამაინც “ეს” უნდა მექნეს, ან 2 დეკემბერს მაინცადამაინც “ის”. ეს მოქნილი გეგმაა, სადაც მხოლოდ ქართული ბრენდული პროდუქტების სიაა. დანარჩენი უკვე იმპროვიზაციით … ცხადია მე ჩემი კრიტერიუმები მაქვს, თუ რომელ პროდუქტებს მივანიჭო უპირატესობა. ისევე როგორც თქვენ გექნებათ თქვენი.
  1. სად ვეძებ პროდუქტებს? შეიარეთ ქსელებში: ნიკორა, SPAR, Goodwill, SMART. ეწვიეთ ყაზბეგის 20ა-ში ყველის სახლს, ან ყველის კუთხეს [სამი ობიექტი აქვთ თბილისში], ქართულ კალათას კოტე აფხაზის ქუჩაზე, ბაგრატს სანაპიროზე მშრალ ხიდთან. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ ქართულის მოძებნა, მაგრამ ერთხელ რომ გარკვევით, მერე გაგიადვილდებათ. თან დააკვირდით გამოწვევის სხვა მონაწილეები რის სურათებს გააზიარებენ, რა ფასში და სად შეიძენენ. დიდი მოცულობის ინფორმაციას მიიღებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სიახლეს გავიგებ მე პირადად და არაერთ აღმოჩენას გავაკეთებ.
  1. როგორ დავიცვათ განრიგი? ურთულესი თემაა. შარშან დეკემბერში თავიდან ძალიან გამიჭირდა. გზაში მივხვდი, რომ შეიძლება ერთად ვიყიდო რამოდენიმე პროდუქტი, წინსწრებით გავაკეთო სტატიები და შევინახო “სხვენში”. თქვენც შეგიძლიათ ერთად იყიდოთ 10 პროდუქტი, გადაუღოთ სურათები და … მიხვდით ხომ?
  1. როგორ გადავიღოთ სურათი? ეცადეთ სურათი გადაიღოთ ეფექტურად, რომ კარგად გამოჩნდეს პროდუქტი. ჩვენ ეფექტური სურათების ავტორებისათვის გარკვეული ჩანაფიქრი გვაქვს. მთავარია ბრენდი იკითხებოდეს, ანუ ნათელი იყოს რა პროდუქტია.
  1. როგორ განვათავსოთ სურათი? წესების თანახმად kar.ge Facebook გვერდზე ჩემს მიერ 22:00-ზე გაზიარებული პროდუქტის პოსტის კომენტარში მომდევნო 24 საათში უნდა დაურთოთ თქვენი სურათი. გთხოვთ იქვე მიუთითოთ 1) სად იყიდეთ, 2) რა ღირდა და 3) ჰეშტეგი #30დღიანიგამოწვევა
  1. რა გააზიაროთ? აქ ერთი წესია მხოლოდ … გააზიარეთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო პოსტი. ასე გაცილებით მეტი გაიგებს ამ გამოწვევის შესახებ და დაინტერესდება. კარგი იქნება თუ იგივეს თქვენი Facebook-ის პროფილშიც დადებთ. ეფექტი მეტი ექნება.

და ბოლოს,

  1. ჩართეთ იმპროვიზაციის ნიჭი საქმეში და აუცილებელის მიღმა გააკეთეთ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლით.

 

PS

ზემოთ სურათზე ჩემს მიერ შარშან 30 დღის მანძილზე ნაყიდი პროდუქტებია 🙂