ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გრაკლიანის გორა

გრაკლიანის გორა და 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გრაკლიანის გორა – არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის  კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა  – ძვ.წ აღ VII  საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და  საქართველოში დამწერლობის გამოყენების  2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ აღმოჩენის შესახებ

  1. 5 თვის წინ გრაკლიანს საქართველოს მთავრობამ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
  1. გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა.
  1. აღმოაჩინეს ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა.
  1. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.
  1. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის მთაზე ადამიანის მრავალათასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორიას ადასტურებს.