ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

5 შეკითხვა “ბიზნეს დაჯილდოვება 2016“ ორგანიზატორებს: თიბისის და ჯეოსელს

ძალიან მესიამოვნა ეს ამბავი რომ გავიგე ტკ იბერიას ბიზნეს გადაცემა „ბიზნეს კოდი“-სგან. ძალიან კარგი საქმეა! ის მარტო კი არა, რომ ახალ ბიზნეს დაჯილდოვებას ჩაეყარა საფუძვველი … ესეც რა თქმა უნდა … მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა არის ყველაფერი რომ  ქართულის თემის ირგვლივ ტრიალებს, განსაკუთრებით კი მომეწონა ნომინაცია – „წლის ქართული პროდუქტი“. დასაფასებელია ასეთნაირად გამოყოფა! კონკურსის ვებსაიტი აქაა. მაგრამ მაქვს შეკითხვები, რომლებსაც ქვემოთ დავსვამ …

7 ნომინაციაა  სულ:

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • ხალხის რჩეული;

აქვეა წესებიც. მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ბიზნესს, რომელიც 2016 წლამდე შეიქმნა და 10 მილიონამდე აქვს ბრუნვა. ორგანიზატორების – თიბისისა და ჯეოსელის მიზანი ერთი მხრივ, შემდგარი ბიზნეს კომპანიების წახალისებაა, ხოლო მეორე მხრივ, დამწყები ბიზნესმენებისთვის წარმატებისკენ სწრაფვის შთაგონება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოწოდებაა!

5 შეკითხვა ორგანიზატორებს, რომელზედაც პასუხები ოფიციალურ ვებსაიტზე ვერ ვიპოვე:

  1. რა კრიტერიუმებით აფასებთ ბიზნესს ან პროდუქტს? ვინ აფასებს? რატომ არ არის ეს პირობები ღიად დადებული? როდის აპირებთ გამოქვეყნებას?
  2. პრომო ვიდეოში აცხადებთ, რომ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოვებაა. რასთან შედარებით? ჯერ ხომ პირველად ტარდება?
  3. სიტყვა „პროდუქტი“ ყველაფერს მოიცავს, რაც გასაყიდადაა შეთავაზებული. „წლის ქართული პროდუქტი“ შემთხვევით მარტო საკვები და სასმელისთვის ხომ არ გაქვთ?
  4. სადაა ზღვარი აგრობიზნესსა და მცირე ბიზნესს შორის? როგორც განსაზღვრავთ ინოვაციურ ბიზნესს? ან აგრობიზნესს? ან რატომ არ გაქვთ ესენი ნათლად განსაზღვრული?
  5. „ბიზნეს დაჯილდოვება“ ეს სახელი რატომ გადაწყვიტეთ, ბრენდ სახელი რატომ არ გაქვთ?

ველოდებით პასუხებს …