ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

? მთავრობის ეს 3 ? კრიტიკული შეცდომა დაღუპავს ჯერ ეკონომიკას, მერე ჩვენ!

ის, რაც დღეს პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების მიზნით დაანონსა იმდენად ცუდად მიიღო ბაზარმა, რომ ლარის კურსმა ანტირეკორდი მოხსნა (2,9942).

მთავრობის ეს 3 კრიტიკული შეცდომა დაღუპავს ჯერ ეკონომიკას, მერე ჩვენ:

1. არასწორ დაშვებებზე დაყრდნობის გამო პრობლემის მასშტაბის არასწორი აღქმა და/ან მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება!

მთავარი მცდარი დაშვება: 2-3 თვეში ჰგონიათ რომ კორონავირუსის პრობლემასაც ეშველება და ტურიზმიც დაიწყებს წამოდგომას. ყველაზე დამანგრეველი იმედგაცრუება იქნება, როცა მოსახლეობა გაიგებთ, რომ 2 თვით კი არა გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევაა ჩვენს წინაშე (დეტალურად აქ წაიკითხეთ)! დღევანდელ გამოსვლაში იგრძნობოდა შიში … შიში განუსაზღვრელობის წინაშე!

2. არასწორად იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარების მიზნით დღეს “სტანდარტული” გამოსავალი შემოგვთავაზეს.

ყველაზე აუტანელი იყო სწორედ ამ დამყაყებული გადაწყვეტების მოსმენა, რომელთაც თურმე უკვე ერთხელ იმუშავა ან აქ ან სადღაც იქ და ახლაც იმუშავებს! სესხების გადახდის გადავადება, გადასახადების დროებით მოხსნა და ფულის ჩატოვება ეკონომიკაში, და ა.შ. – ყველაფერი ეს “სტანდარტული”, მოხნული თემებია. ფაქტიურად პრემიერმა ვერაფერი თქვა ახალი, განსხვავებული, რადიკალური. ან კი საიდან იდეები? მთავრობა არ უსმენს საჭირო ხალხს! არასტანდარტული, განსხვავებული, რადიკალური გადაწყვეტების დრო დადგა (დეტალურად აქ წაიკითხეთ)!

3. მთავრობას ვერ აღიარებს იმ კრიტიკულ შეცდომებს, რომელიც სტრატეგიის დონეზე აქვს დაშვებული უკვე წლებია.

ეს შეცდომებია: 1) მთავრობის მიერ ყველა “კვერცხის” ტურიზმის სექტორში ჩადება, 2) მთავრობის მიერ პრიორიტეტულად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოო სექტორის მხარდაჭერა და 3) საწარმოო სექტორისთვის შიდა ბაზრის დაბრუნებისადმი მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულება. ამათი გამოსწორება უცებ არ იქნება, მაგრამ 1 მილიარდი USD არის ამოსაქაჩი მხოლოდ და ეს შესაძლებელია. თუ როგორ, იხილეთ აქ!

შიში – ემოციაა, რომელიც მხოლოდ ტვინში არსებობს!
საფრთხე – რეალურია და იგი ქვეყნის ეკონომიკას დანგრევით ემუქრება!

ჩემი რჩევა იქნება კარგად წაიკითხოთ, გაიაზროთ რა არის რეალური საფრთხე და რა არის რეალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. 1 მილიარდი USD არის ამოსაქაჩი მხოლოდ და ეს შესაძლებელია!!!