ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

3,2 მილიარდი ლარის სახელმწიფო შესყიდვები 2015 წელს. ესეც ინვესტიციაა!!!

2015 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით 3.2 მილიარდ ლარზე მეტის შესყიდვები განხორციელდა. ეს მშპ-ს თითქმის 10% შეადგენს, რაც სახელმწიფოს, როგორც სერიოზული მხარჯველის სტატუსს უსვამს ხაზს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს რეალურად არის ინვესტიცია!!!

რაში დაიხარჯა ეს ფული 2015-ში? ოფიციალურ ანგარიშში არ იკვეთება, თუ კონკრეტულად რომელ დარგებში რამდენია დახარჯული [გარდა რაოდენობრივი მონაცემებისა, რომ საქონლის შესყიდვებზე ჩატარდა ტენდერების 53%, მომსახურებებზე – 25%, სამშენებლო სამუშაოებზე – 22%]. ასევე არაფერია ნახსენები დახარჯული ფულის რა ნაწილი წავიდა უცხოურ კომპანიებზე და რა ნაწილი ქართულ კომპანიებზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 და 2015 წლების ანგარიშების დეტალური შესწავლისას ასევე აღმოვაჩინე, რომ ცალკე არ ხდება იმის ანგარიში [ვგულისხმობ როგორც ჩატარებული ტენდერების რაოდენობას, ასევე დახარჯულ თანხებს] თუ სახელმწიფო შესყიდვების რა ნაწილი [ტენდერების რაოდენობა, თანხა] მოდის იმ საქონელზე, რომელიც საქართველოში იწარმოება და მათ მწარმოებელ ბიზნესებზე. ეს დავაზუსტე თავად სახელმწიფო შესყიდგების სააგენტოში და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრში.

ამ მიმართულებით [მინიმუმ სტატისტიკის დასანახად] უკვე დავუკავშირდით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და უახლოეს დღეებში შეხვედრასაც გავმართავთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა შემდეგს:

სახელმწიფო შესყიდვებში ქართული ნაწარმის შესყიდვების სტიმულირებას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჰქვია. იმპორტულ საქონელში დახარჯვას და ადგილობრივი წარმოების საქონელში დახარჯვას სულ სხვადასხვა ეფექტები აქვს ქვეყანაში სიმდიდირის დაგროვებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რაც აქ არის დასაბუთებული.

ამიტომ თუ შესყიდვების მიმართ, ანუ ამ 3.2 მილიარდი ლარის მიმართ დამოკიდებულება იქნება როგორც ინვესტიციის მიმართ, აღმოჩნდება, რომ ამ ინვესტიციის სწორად მიმართვით ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილის შეტანაა შესაძლებელი. სწორედ ეს გვინდა ჩვენ და დავიწყებთ კიდეც მუშაობას ამ მიმართულებით.