ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

29 დეკემბერს, 15:00-18:00, დიღმის გუდვილში გელოდებით

შარშან ამ დროს დავაანონსე და მომდევნო დღესვე ჩავერთე ერთ ძალიან ლამაზ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელმაც 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევა დიდებულად დააგვირგვინა. ტრადიცია წელსაც გრძელდება. ამჯერად იდეა ნინუცა კახნიაურს ეკუთვნის. დავდექით ერთად და გვინდა ერთი კარგი საქმეც გავაკეთოთ. საერთო საქმეს ძალიან წაადგება, თუ შემოგვიერთდებით.

მოკლედ,

29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში 2030-ისა და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება წარმოადგენს. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ახალი წელი დღესასწაულად უქციოს იმ ბავშვებს და ოჯახებს, რომლებსაც თოვლის ბაბუსთვის წერილი არ მიუწერიათ და არც საჩუქრებს ელოდებიან, ოჯახებს, რომელთაც, შესაძლოა ახალი წლის ღამეს საკვები არ ჰქონდეთ, თუ ჩვენ არ მივუტანთ.

როგორ შემოგვიერთდეთ?

  1. თუ მწარმოებელი ბრძანდებით, გთხოვთ გუდვილში მოგვიტანეთ თქვენი ნაწარმი;
  2. თუ დუღმის გუდვილში საახალწლო შესყიდვებისათვის მობრძანდებით, რამოდენიმე ერთეული ქართული ნაწარმი საქველმოქმედო მიზნითაც შეიძინეთ. იქვე დაგხდებით სალაროებთან ურიკებით აღჭურვილი 🙂
  3. თუ უბრალოდ დახმარების სურვილი გაქვთ, მობრძანდით და გვერდში დაგვიდექით;

15-დან 18 საათამდე დიდი დიღმის Goodwill-ში სალაროებთან დაგელოდებით ჩვენ და შევკრებთ ყველაფერს რასაც მოგვიტანთ/შემოგვწირავთ კეთილი საქმისთვის. სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის ვყიდულობთ მხოლოდ ქართულ ნაწარმს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. შეგიძლიათ მოგვიტანოთ სათამაშოები, ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. გელოდებით ყველას <3

თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ, აი ჩემი [ტარიელ ზივზივაძე] ტელეფონი – 577 73 79 64