ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გაიცანით 2015 წლის საუკეთესო ქართული ღვინოები

გაიცანით 2015 წლის საუკეთესო ქართული ღვინოები

ამ კონკურსის შესახებ ჩვენი მეგობარი სომელიე – ქ-ნი მაგდა დეისაძე ამ ორიოდე თვის წინ მიყვებოდა. მაშინ გავიგე, რომ ეს კონკურსი ჩატარდა. და უამრავი სახეობის ღვინო და ჭაჭა გაუსინჯავთ ჟიურის წევრებს. ერთი გამიკვირდა მხოლოდ, რომ თავად მაგდა, რომელმაც ათობით ღვინო და ჭაჭა გასინჯა, ფხიზელი იყო 🙂 … ნამდვილად, სვამდე და არ თვრებოდე – აი რა არის ნიჭი საქართველოში 🙂

წარმოგიდგენთ პროფესიონალური და არტ ჟიურის მიერ გამოვლენილი 2015 წლის საუკეთესო ქართული ღვინოებს. „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“-ს დაჯილდოვება 23 დეკემბერს ჩატარდა. კონკურსის ორგანიზატორი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაცია. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსზე სულ მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ, ხოლო გაისინჯა 1000-მდე ნიმუში.

გაიცანით გამორჩეული ღვინოები და გულზე ხელის დადებით აღიარეთ რამდენი მათგანი გაქვთ გასინჯული?

artjury profjury

მე პირადად არცერთი ამათგანი გასინჯული არ მაქვს!

თუმცა ამას გამოსწორებ!

 

ორგანიზატორებს შევთავაზებდი შემდეგს: 2016 წლის კონკურსს როცა ჩაატარებთ, დაგვიძახეთ, დიდი სიამოვნებით შეგეხიდებით კარგ საქმეში. წარმატებებს გისურვებთ!