ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

17 სასარგებლო რჩევა მწარმოებლებს, ვისაც სურთ აგვყვნენ დეკემბერის 30 დღიან გამოწვევაში

მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივით და ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით 2017 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ ვაჩვენებს ყველას, თუ როგორ უნდა დავაფასოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი საქმით: ყიდვით და მოხმარებით!

დიდი გამოწვევა იწყება 1 დეკემბერს!
რიგით მეექვსე!

თქვენთვის კი – მწარმოებლებისათვის, ეს არის შანსი კარგ ტალღაზე ააგოროთ თქვენი კამპანია. ახალი ბიზნესებისათვის კი ეს არის შანსი ერთი ხელის მოსმით გახადოთ თქვენი ხარისხიანი ნაწარმი ცნობადი და გაყიდვადი. ვგულისხმობ ნებისმიერ მწარმოებელს, რომელიც საქართველოში ქმნის პროდუქციას (სურსათი, არასაკვები ნაწარმი, ციფრული ნაწარმი … აბსოლუტურად ყველა).

ჰო, მარტო მწარმოებლებს არა. ეს რჩევები გამოადგებათ იმ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც მხოლოდ ქართული ნაწარმით ვაჭრობენ საქართველოში იქნება ეს თუ გერმანიაში თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ინდონეზიიდან დაწყებული კანადით დამთავრებული.

როგორ?

შენიშვნა 1: რჩევების წაკითხვამდე აუცილებლად ნახეთ 23 ნოემბერს გაკეთებული ანონსი და უცებ მიხვდებით პროცესი როგორ წარიმართება.

შენიშვნა 2: დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევა ტრადიციული ინტერნეტ კამპანიაა, რომელსაც მოძრაობა KAR.GE უკვე წლებია ახორციელებს. ანუ, იცოდეთ, რომ ეხლა თუ ვერ ჩაერთვებით / აგვყვებით, მომავალ წელს ისევ გექნებათ შანსი.

დავიწყეთ აბა …

  1. შეარჩიეთ კონკრეტული ადამიანები თქვენი წარმოებიდან, პირველ რიგში ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაიწყებენ გამოწვევას ჩვენთან ერთად 1 დეკემბერს (რა უნდა გააკეთოს აქაა აღწერილი). აუცილებლად უნდა ჩაერთოს პირველი პირი. დაე, აჩვენოს მაგალითი სხვებს. თქვენ ამ გზით გახდებით არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ინიციატორთა დიდი ჯგუფის წევრი;
  2. თუ პირველ დეკემბერს რაიმე მიზეზის გამო დაწყებას ვერ ახერხებთ, ალტერნატიული გზაა დააფიქსიროთ თქვენი თავი ქვემოთ FB კომენტარში და მე გამოგიწვევთ რომელიმე მომდევნო დღეს 30 დეკემბრამდე. ანდა რატომ ელოდებით და ვის? აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში და დაიწყეთ თვითონ. წესები იცით;
  3. გამოწვევის ფარგლებში არ იყიდოთ საკუთარი წარმოებული ნაწარმი! ეს არასერიოზული სვლა იქნება. იყიდეთ სხვა ქართული საწარმოს ნაწარმი. თუ გნებავთ შეუთანხმდით ვინმეს და ერთმანეთის ნაწარმი იყიდეთ. ორივე საქმე გაკეთდება;
  4. საწარმოს სახელით თუ იყიდით რომელიმე სხვა ქართული საწარმოს მასალას, მაგალითად ნედლეულს, ეს იქნება სუპერ სვლა! იყიდეთ, გადაიღეთ ვიდეო და იმოქმედეთ ადექვატურად;
  5. გამოწვევისას იდეა მარტო ის არ არის, რომ აჩვენო ქართული ნაწარმი ვიდეოში. უნდა იყიდოთ! იყიდეთ და აჩვენეთ ჩეკიც. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქართულის ყიდვის ჩვევა გადავდოთ ხალხს. ხომ იცით, ბევრი მხოლოდ მაშინ გააქტიურდება, როცა მის ირგვლივ ბევრს დაინახავს აქტიურს;
  6. გამოწვევის ვიდეოს როცა გადაიღებთ და FB-ზე დადებთ, გარდა 3 გამოწვეული ადამიანის დათაგვისა, და ჰეშთეგებისა (#30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს, #ძალაერთობაშია), ტექსტად მიუწერეთ ეს ან რამე მსგავსი შინაარსი:

ვღებულობ XXX XXX-ის გამოწვევას და ვერთვები 30 დღიან გამოწვევაში. ვყიდულობთ ქართულს იმიტომ, რომ ეს ზრდის დასაქმებას, ავითარებს ქართულ ბიზნესს და აძლიერებს ქვეყანას. მე ვიყიდე ქართული ნაწარმი – XXXXXX.  აგერ ნაწარმი, აგერ ჩეკი. ეხლა კი ვიწვევ ჩემს სამ მეგობარს XXX XXX, XXX XXX და XXX XXX. მეგობრებო, თქვენ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ ქართული ნაწარმი და გამოიწვიოთ თქვენი სამ-სამი მეგობარი.

#30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს, #ძალაერთობაშია

[დათაგეთ ის, ვინც გამოგიწვიათ, და ვინც თქვენ გამოიწვიეთ. თუ მოძრაობა KAR.GE-ს დათაგავთ, თქვენს ვიდეოს მასიურად გავაზიარებთ ჩვენს FB გვერდზე];

  1. გადაიღეს საწარმოს ფონზე სურათები და ჯერ დადეთ თქვენი წარმოების/ბრენდის Facebook გვერდზე, შემდეგ კი გადააზიარეთ თქვენი და თქვენი გუნდის Facebook პროფილებზე. ამით არა მხოლოდ საწარმოს წარმოაჩენთ, არამედ ადამიანებსაც, რომლებიც ამაყობენ თავისი საქმით;
  2. გააკეთეთ 3-5 წუთიანი FB Live ჩართვა თქვენი წარმოებიდან. ხალხს აინტერესებს თუ როგორ გამოიყურება წარმოება შიგნიდან. საუკეთესო იქნება თუ აჩვენებთ, თუ როგორ მზადდება რომელიმე თქვენი ნაწარმი. გააკეთეთ და დაგვთაგეთ ჩვენ – მოძრაობა KAR.GE და ჩვენ თქვენს ვიდეოს ჩვენთან გადავაზიარებთ. ძალიან ნუ გამოედევნებით „კოსმეტიკას“. იყავით ბუნებრივი;
  3. გააკეთეთ რამე სარეკლამო კამპანია, თუნდაც Fb-ზე დაბუსტეთ პოსტი/ვიდეო/ფოტო, რომ ყველას გააგებინოთ თქვენი გამოწვევაში ჩართულობის ამბავი. გააკეთეთ სპეციალური შეთავაზება უკვე არსებული კლიენტებისათვის;
  4. მოაწყვე რამე ღონისძიება, პრეზენტაცია და წარმოაჩინე ის კარგი, რაც გაქვს. მაგალითად დააჯილდოვეთ არსებული კლიენტები;
  5. გააკეთეთ Facebook ფოტოკონკურსი თქვენი ნაწარმის მყიდველებისათვის. რომელ ფოტოსაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი მაგალითად, მას გადაეცით პრიზი;
  6. გამოიწვიეთ ისეთი ადამიანები, რომელნიც აქტიურები არიან Facebook -ში და ქართულისადმი დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თუ ცნობად სახეებს იცნობთ, ჩართეთ ისინი, აყიდინეთ (კი არ დააჭერინოთ ხელში უბრალოდ, აყიდინეთ) თქვენი ნაწარმი და ჩართეთ პროცესში;
  7. სტატიის დაწერა შეგიძლიათ? დაწერეთ, მოგვწერეთ და ცას და ქვეყანას მოვდებთ თქვენს სტატიას;
  8. ეცადეთ ორიგინალური ვიდეო გააკეთოთ. მეტად ეფექტური იქნება. თქვენი ორიგინალობით შეიძლება უცებ გაგიცნოს მთელმა ქვეყანამ;
  9. ჩართეთ/გამოიწვიეთ ემიგრანტები, უცხოელი პარტნიორები. თუ თქვენი პროდუქტი ექსპორტზე გადის და იქ მოხდება მისი შესყიდვა რომელიმე ქართველის მიერ, ეს იქნება ბომბი ვიდეო;
  10. დაუკავშირდით თქვენი კლიენტებს (ტელეფონი, მეილი, Facebook) და ჩართეთ ისინი გამოწვევაში. ეს მათ თვალში გაზრდის თქვენს იმიჯს;
  11. და რაც მთავარია, 22-23 დეკემბერს მიიღე მონაწილეობა ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალში. აქ შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ პრეზენტაცია, მოიწვიოთ სტუმრები, გაყიდოთ ნაწარმი, გადაიღოთ ფოტოები და გააზიაროთ ისინი, FB Live გაკეთდება თქვენი სტენდიდან, დააჯილდოვოთ კლიენტები. დეტალებზე შეგვეხმიანეთ (4 დეკემბერს დაანონსდება);

ანუ, დაჰკარ სანამ ცხელია!