ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 17 ივნისი, სიღნაღი, ქართული პროდუქციის ფესტივალი – „გურმან ფესტი 2017“

2017 წლის 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე უკვე მესამედ გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“.

ფესტივალის მიზანია – საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის, და სხვა სახის პროდუქტების შეთავაზება როგორც, უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე ადგილობრივი საზოგადოებისათვის.

ფესტივალი გაიმართება შაბათს, 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცეტრალურ მოედანზე. დღის 12:00-დან 19:00 საათამდე, ღონისძიებისათვის, სპეციალურად მოწყობილ დახლებზე მოეწყობა პროდუქციის დეგუსტაცია/გაყიდვა. სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ სუვენირები, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ასევე სპეციალურად ბავშვებისათვის გაიმართება გასართობი პროგრამაც.

წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ხელოვნების სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერებს:

ნანა შონიას 5 77 50 71 75 და ნინო ყურაშვილს 5 77 20 11 20.