ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
GMM-120

10 რამ უნდა ვიცოდეთ GMM-120-ის შესახებ

ბრავო დელტა!

გაიხარეთ, როგორც ჩვენ გაგავახარეთ 🙂

26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა.

10 რამ უნდა ვიცოდეთ ამ GMM-120-ის შესახებ:

  1. თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.
  1. საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
  1. მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი.
  1. თვითმავალი ნაღმმტყორცნს – GMM-120 პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.
  1. GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.
  1. საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს, სამ ნაკვეთურიან ჯავშანკორპუსს და 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდულს. კორპუსის წინა ნაწილში მძღოლი და ეკიპაჟის ერთი წევრია მთავსებული, რომელსაც სპეციალურ ლიუქზე დამონტაჟებულ 12,7 მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან შეუძლია სროლა. შუა ნაკვეთურში მოთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის მეთაურიც, რომლის სამუშაო მაგიდაც მანქანის მარცხენა კედელთანაა მოწყობილი. მეთაურის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და რადიოსადგური. საბრძოლო სიტუაციაში მეთაურის კომპიუტერს შეუძლია ბატარეის და დივიზიონის დონის დანაყოფის ცეცხლის მართვის ცენტრის მოვლეობაც შეითავსოს. მესამე ნაკვეთურში დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი ნაღმმტყორცნის მოდული. ნაღმმტყორცნის მოდულის მარცხნივ, მემიზნის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და ავტომატიზირებული დამიზნების სისტემა, რომელიც ტრადიციული მექანიკურად დამიზნებად ნაღმმტყორცნებთან შედარებით დამიზნებისთვის საჭირო დროს რამდენჯერმე ამცირებს.
  1. აღნიშნულის ცეცხლის მართვისა და დამიზნების ციფრული სისტემაც „დელტას“ სპეციალისტების მიერ იქნა შემუშავებული და დამზადებული.
  1. GMM-120 ის საბრძოლო ნაწილის მოდული კონსტრუქცია სავალი ნაწილის მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. მოდულის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული მძლავრი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი სრული (6-7) მუხტით სროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მაჩვენებელი დიდი უპირატესობაა მის სხვადასხვა უცხოურ ანალოგებთან შედარებით, რომელთა ურავლესობას მხოლოდ შემცირებული მუხტებით შეუძლია გასროლა.
  1. 26 მაისს თბილისში გამოფენილი მოდულური სქემის თვითმავალი ნაღმმტყორცნი საკუთარი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდან და მთელი რიგი ტექნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე უდაბნოს რელიეფზე გამოყენებისთვისაა ადაპტირებული.
  1. ტაქტიკურ- ტექნიკური მონაცემები:
    • კალიბრი – 120 მმ
    • საბრძოლო მასა – 15 ტონა
    • სიგრზე – 8,40 მეტრი
    • სიგანე – 2,80 მეტრი
    • სიმაღლე – 2,80 მეტრი
    • ეკიპაჟი – 6 კაცი
    • სროლის ტემპი – 15 გასროლა/წთ
    • სწრაფსროლა მაქსიმალური მუხტით – 60 გასროლა
    • სწრაფსროლა შორსმსროლელი მუხტით – 50 გასროლა
    • საარტილერიო ნაწილის რესურსი – 4000 გასროლა
    • საარტილერიო ნაწილის მასა – 2000 კგ
    • სროლის მაქსიმალური მანძილი – 7100 მეტრი
    • სროლის მინიმალური მანძილი – 480 მეტრი
    • დამიზნების სისტემა – ელექტრომექანიკური

GMM-120 ხომ უმაგრესი რამაა. ერთი ასეთი გვინდა ეხლა ჰაერსაწინააღმდეგო ფუნქციით. აი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი რომ ამ პლატფორმაზე შემოსვა და სათანადო ჭურვებით აღჭურვო … მიხვდით ხომ საითაც „ვუმიზნებ“?