ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჰონკონგი

ჰონკონგი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ჰონკონგი … აზიური ვეფხვი …

რა იცით ჰოკონგის შესახებ? აზიური ვეფხვი, რომელმაც სასწაული მოახდინა ხომ? მაშინ ისიც იცოდეთ, რომ ეს ერთ დღეში და ერთ წელიწადში არ მომხდარა. ამ ქვეყანამ შექმნა პირობები, რომ მსოფლიოს ინვესტორებს ფული გაეკეთებინათ. ჰოდა მიაწყდა ყველა, ამან კი ფული ქვეყანაშიც დალექა …

რა თქმა უნდა მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე. ჰონკონგი ერთია და მეორე ეგეთი არ არის და ვერც იქნება. საქართველო კი ვერასოდეს ვერ იქნება ჰონკონგისნაირი აზიური ვეფხვი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კავკასიური ჯიქი!

დაფიქრდი, ეს 77,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 300,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!

დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ კავკასიურ ჯიქს!

დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!

მონაცემების წყაროა – http://geostat.ge