ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ხორბლის არაყი – „დიდგორის ველი“, დღე #15

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

საქართველოში სავაჭრო ცენტრებში თუ ჩამოივლით ქართულ ხორბლის არაყს უბრალოდ ვერ ნახავთ. დახლები კი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. რატომ?

ქუჩაში 10 ადამიანს თუ დაეკითხები უნდა ვიყიდოთ თუ არა ქართული, 9 დადებითად გიპასუხებს და თან ისე, რომ თითქოს ყოველ დღე სულ ქართულის ყიდვაში იყოს. ამ დროს კი პირველ რიგში არაქართულს ყიდულობს. რატომ?

ამ გამოწვევაში 120-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, რეალურად კი პრაქტიკულად ყველას სიტყვა ჰაერში დარჩა. რატომ?

იმიტომ, რომ როგორც ქუთაისში იტყვიან „აქანე სიმონ ქუთეისია … ანუ ასეთია მოცემულობა საქართველოში, რომლიც შეცვლას ძააააალიან დიდი შემოლაწუნება თუ უშველის …

მოკლედ, იცნობდეთ ამ არაყს …
უმაგრესი არაყია …
დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.

მოიკითხეთ, იყიდეთ და ისიამოვნეთ!