ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ხილარი“-ს წარმოებული ატმის უგემრიელესი ნექტარი გამოწვევის მე-20 დღის პროდუქტია

0,3 ლიტრი მოცულობისაა თითოეული მინის ქილა
ცალი 2,4 ლარად ვიყიდე მაღაზიაში „მხოლოდ ქართული“
უგემრიელესი რომაა, საუბარიც ზედმეტია!
ეს პროდუქტი პრემიუმ პროდუქტია და 0,3 ქილების გარდა ლიტრიანებშიც იყიდება.
4 სხვადასხვა არომატი აქვთ.
მზადდება რა თქმა უნდა ქართული ნედლეულით.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე ან FB გვერდზე.

იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ მოსაზრება, რომელიც ვიცით, რომ იქნება მეტად პოზიტიური 🙂

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!