ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზაზა ფაჩულია

ხერხი სჯობია ღონესა: როგორ მივცეთ ზაზას კიდევ უფრო მეტი ხმა?

დღეს, ისევე როგორც ყველა სხვა დღეს ზაზასთვის ხმის მიცემის  5 გზიდან 4-ს გამოვიყენე:

  1. ბმულზე: http://vote.nba.com/… მოვძებნე „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ფაჩულია და მივეცი ხმა NBA ALL-STAR 2016-ში მოსახვედრად. თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/, უმარტივესია
  1. აქვე, Facebook-ზე ჩემს კედელზე ჩავწერე ‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia და დავპოსტე. შეგიძლიათ კომენტარშიც ჩაწეროთ. თუმცა 24 საათში ერთხელ.
  1. შევედი საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ჩავწერე nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნე ზაზა ფაჩულია და დავაჭირე „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ. უნდა gmail გქონდეთ და შესული იყოთ სისტემაში, რომ დაგაფიქსიროთ სისტემამ.
  1. ჩემს twitter-ზე ავტომატურად მიდის ყველაფერი, რასაც FB-ზე ვპოსტავ. ეს რომ არა დავპოსტავდი მანდაც ‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia
  1. Instagramm-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ დაპოსტონ ‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia. ოღონდ მე Instagramm არ მაქვს. ასე რომ აქ პას …

და დღეს საღამოს გავიგე გზა, რომლითაც შეიძლება პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობის ხმების მიცემა. ცოტა კი მეეჭვება მე თვითონ, რომ ამას რეალური ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც ამბობენ ეს გზა მუშაობსო. ვაკოპირებ:

წყარი: ამირან ურუშაძე

„პრინციპში მე რაა, სხვამ მითხრა, მაგრამ მთავარი თავად აღმოჩენაა:
ანუ, vote.nba.com-ზე 1 ექაუნთით ყოველდღიურად 1 ხმის ნაცვლად განუსაზღვრელი რაოდენობით შეგვიძლია ხმის მიცემა, ოღონდ სხვადასხვა კომპიუტერებზე… თითო კომპიდან 24 საათში თითო ხმა მხოლოდ…  და არა მარტო კომპიუტერებზე, იგივე ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია პლანშეტებზე, სმარტფონებზე და ნებიმიერ მოწყობილობაზე, სადაც ბრაუზერის გახსნა შეიძლება…
თავად დავტესტე ეს მიგნება ცოტა ხნის წინ და იდეალურად მუშაობს:
ჩამოვუარე ოფისში თანამშრომლების კომპიუტერებს და NBA-ს საიტიდან ზაზას ერთბაშად 20-მდე ხმა შევმატე…
პ.ს. ვინც ხართ სამსახურებში და გაქვთ საშუალება ჩემსავით, თქვენც ჩამოუაროთ თანამშრომელთა კომპებს, ან ახლობელთა პლანშეტებსა და სმარტფონებს, ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ! შესაძლოა ყოველი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი კაპიტნისთვის!

არ ვიცი ეს გზა რამდენად იმუშავებს, მაგრამ მე პირადად შევძელი ჩემს კომპიუტერში და ტელეფონში რამოდენიმე ბროუზერიდან ხმის რამოდენიმეჯერ მიცემა NBA.com ზე ჩემი user და pass-ით. ის კი ნამდვილად არ ვიცი NBA-ს სისტემა ამას „ჭამს“ თუ არა.

სცადეთ აბა …

იმუშავა? მიეცით ხმა?