ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
წვრთნა

წვრთნა – ამერიკელი, რუსი და ქართველი …

მოკლედ,

წვრთნას გადიან ამერიკელი, რუსი და ქართველი სპეცრაზმელები. დავალება: ვინ უფრო მალე გამოიყვანს კურდღელს ტყიდან.

ამერიკელებმა შეკრიბეს გუნდი: ფსიქოლოგი, სნაიპერი, ადვიკატი, პოლიციელი და მონადირე. შევიდნენ ტყეში და ნახევარ საათში გამოიყვანეს უვნებელი კურდღელი.

რუსები შეცვივდნენ ტყეში ტანკებით, მთვრალი სპეცრაზმელებით და „ურა“-ს ძახილით. ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ ცხოველებს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს.

ქართველებიდან ტყეში შევა 3 ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემისა და დედის გინების ხმა. გამოიყვანენ დათვს, დასვამენ მაგიდასთან, ჩასჩრიან თათში კალამს და დააწერინებენ: ვარ კურდღელი, ვცხოვრობ სოროში, მეძახიან ყურცქვიტას …