ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ცხვარი

ცხვრის ხორცი – შანსი, რომელიც ცხვირწინაა …

შენ იცით რითია განსაკუთრებული ცხვრის ხორცი?
მე არ ვიცი …
ცხვრის ხორცის რომელიმე ბრენდი იცი საქართველოში?
მე არცერთი …
შენ ცხვრის ხორცი ბაზარში კილოგრამობით გიყიდია?
მე არასოდეს …
ხვდები საითკენ მიმყავს საუბარი?

 

დამაინტერესა, დავძებნე და ვნახე ხარისხის ლაბორატორიის გვერდზე არსებული ეს მასალა. ცოტა რამ კი გავიგე ცხვრის ხორცის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია საკმარისი არაა საიმისოდ, რომ მე ოჯახში ისევე მივიტანო ცხვრის ხორცი, როგორც მაგალითად მიმაქვს ძროხის, ქათმის ან ღორის. რაშია პრობლემა? რა თქმა უნდა ჩემს არაინფორმირებულობაში … და არა იმაში, რომ ცხვრის ხორცს რამე პრობლემა აქვს!

მეცხვარეობა უძველესი დარგია საქართველოში. ქვეყანაში სულ დაახლოებით 850,000 სული ცხვარია გაზაფხულის პერიოდში, საიდანაც 450,000-მდე სანაშენე პირუტყვია, ანუ დედა ცხვარი. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო დარგი, სადაც ექსპორტის ბუმი მოხდა. საქართველოდან წელიწადში 150-180 ათასი სული ცხვარი მარტო ექსპორტზე გადიოდა შიდა მოხმარება კი დაახლოებით 50-60 ათასს უდრიდა [წყარო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია]. ექსპორტი ძირითადად ხდებოდა მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც ცხვარი მათი დღესასწაულების წინა პერიოდებში განსაკუთრებით კარგად იყიდებოდა. საქართველოშიც მოხმარება ძირითადში რელიგიურ დღესასწაულებს უკავშირდება.

თუმცა … საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო ქართული ცხვარის ექსპორტი სასტიკადაა შემცირებული. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლია ეს სტატიები ნახო bpn.ge-ზე, eugeorgia.info-ზე და tavisupleba.org-ზე. ჩემი ამ სტატიის მიზანი კი სხვაა …

პრობლემა ნათელია – მეცხვარეებს წელს ცხვრის ხორცის ექსპორტი ჩაუვარდათ. ცხვრის ხორცი არც ქვეყნის შიგნით არის პოპულარული საკვები განსხვავებით ძროხის, ქათმის და ღორის ხორცისგან. ეს კი მთელ დარგს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც ზემოთ მითითებულ სტატიებშია ნათქვამი 100,000-ზე მეტი სული ნამატი ცხვარი უნდა ტყუილად არჩინონ მთელი შემოდგომა-ზამთარი მეცხვარეებმა, ეს კი სუფთა ზარალია!

რა ვუშველოთ ამ საკითხს? ჩემი აზრით საჭიროა ცხვრის ხორცის ორიგინალური ბრენდის შექმნა და სათანადო კომუნიკაციის კამპანიის განხორციელება საიმისოდ, რომ შენ და მე მეტი გავიგოთ ცხვრის ხორცის შესახებ, ვისწავლოს მისი მომზადება და „მივიღოთ“ ცხვრის ხორცი ყოველდღიურ საკვებად. ეს გაზრდიდა გაყიდვებს ქვეყნის შიგნით და მეცხვარეობას, როგორც დარგს მეტ მდგრადობას შესძენდა. ანუ, მივმართოთ უნდა მარკეტინგს, რომელსაც მართლაც აქვს სათანადო ინსტრუმენტები საიმისოდ, რომ მეცხვარეობას, როგორც დარგს დაეხმაროს.

ვის შეუძლია ამის გაკეთება? ცხადია ამას თვითონ მეცხვარეები ვერ გააკეთებენ. მათ არც სათანადო ცოდნა აქვთ და არც სათანადო უნარები. მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან: დააკვირდით რა ხდება თხილის წარმოებაში … საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად მოხდა თხილის მწარმოებლების ორგანიზება და დღეს თხილის ექსპორტი ღვინის ექსპორტს აჭარბებს. ეს ბოლო 1 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობების შედეგია. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ დარგში არსებული პოტენციალის მობილიზება და გამოუყენებელი შესაძლებლობის ამოქმედება.

მე ვერ მოგიყვანთ ციფრებს, თუ რა შედეგს დადებდა ეს ქმედება უახლოესი 1, 2, 3 ან მეტი წლის მანძილზე, მაგრამ 100%-ით ვიტყვი ერთს: ექსპორტი წმინდაა, მაგრამ ყველა ქვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩადო. მარტო ექსპორტის იმედზე ყოფნა არ შეიძლება, შიგა ბაზარზე არსებული პოტენციალია ასათვისებელი!