ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნატურალური ჩურჩხელა „Merry“-ს ნიმუშები მოძრაობა KAR.GE-მ ყატარში დეგუსტაციაზე გააგზავნა

გუშინ დავაანონსეთ ყატარში და ყაზახეთში ჩურჩხელას ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რისთვისაც გვჭირდებოდა ნიმუშების გაგზავნა. მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა ამ მოკლე დროში. კიდევ უფრო დიდი მადლობა ჩურჩხელა – “Merry”-ს მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშის მოწოდება უმოკლეს დროში მოახერხა. დღეს ნიმუშები ყატარში გავგზავნეთ.

ჩურჩხელა “Merry” 2018 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მაშინვე აღმოვაჩინე იგი გემოვანი ბაზარზე ქარვასლაში, მეიდანზე. ჩურჩხელა არის ნ ა ტ უ რ ა ლ უ რ ი და უ გ ე მ რ ი ე ლ ე ს ი! მწარმოებელი – ქ-ნი ნინო მაძღარაშვილი კი შესანიშნავი ადამიანი, რომელიც ბრენდს დიდ ყურადღებას უთმობს. ბრენდს აქვს ვებსაიტიც და FB გვერდიც. ა.წ. ოქტომბერში კი ქ-ნი ნინო პირადად ჩაერთო და სამხრეთ კორეაში მიმდინარე საერთაშორისო ექსპოში – IFFE 2018-ში თავისი პროდუქციით მიიღო მონაწილეობა.

ჩურჩხელა “Merry” თბილისში ორ ადგილას შეგიძლიათ იყიდოთ: მაღაზია Wine Station აღმაშენებლის 9-ში და მაღაზია-რესტორანში – „დეკანტერი“ აღმაშენებლის 16-ში.

შეკვეთებისათვის ქალბატონ ნინოს დაუკავშირდით ტელეფონზე – 577 33 54 58 (თან ახალი წელი მოდის, სასაჩუქრედ იდეალურია).

ყატარში „შოკური თერაპიის“ (დეგუსტაციის) შედეგებს ასევე მოგახსენებთ. ველით ფოტოებს და სიახლეებს. ჩურჩხელა ყატარში აქამდე არ დაგვიტესტია. ზუსტად ვიცით ერთი – მოეწონებათ! და ზუსტად ვიცით კიდევ ერთი – დესერტების / ტკბილეულობის ბაზარი ყატარში წელიწადში 10-12%-ით იზრდება.

PS
თუ აწარმოებთ ჩურჩხელას დაგვიკავშირდით: 577 73 79 64 (ტარიელ ზივზივაძე)