ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თუ ჩურჩხელას აწარმოებთ და ყატარში და ყაზახეთში ექსპორტი გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით

რაც სასწრაფოა …

22 ნოემბერს (ხვალ) უკვე ვაგზავნით ნიმუშებს ყატარში. მალე გავაგზავნით ნიმუშებს ყაზახეთში. ორივე ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, რომლებიც გველოდებიან. თუ გსურთ თქვენი პროდუქტის ნიმუშიც მოხვდეს გასაგზავნ ნიმუშებს შორის, გთხოვთ შეგვეხმიანეთ დაუყოვნებლივ. მწარმოებელზეა ნიმუში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას და იქ დეგუსტაციის მოწყობას. ცხადია ბრენდებსაც გავაჟღერებთ და დეგუსტაციის სურათები რომ ჩამოგვივა, იმასაც.

დაგვიკავშირდით ეხლავე: 577 73 79 64 (ტარიელ ზივზივაძე)

ასევე …

ეს ის შემთხვევაა, როცა ნიმუშების გაგზავნას მოჰყვება პროდუქციის პარტიის გაგზავნაც, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ჩურჩხელას რამოდენიმე მწარმოებელი, რომელთაც შეუძლიათ დაგვიმზადოს ნატურალური ჩურჩხელა ჩვენს მიერ მიცემული სტანდარტების თანახმად. კრიტერიუმებია:

ფორმა: 1) დიდი (სტანდარტული სიგრძის, 120 გრ.), 2) მოკლე (წვეთის მსგავსი), 3) თხლად დაჭრილი
ბადაგი: 1) თეთრი, 2) წითელი
შეფუთვა: 1) ქაღალდის, 2) ცელოფნის, 3) ვაკუუმის, 4) სასაჩუქრე დიზაინები (იმპროვიზაციით)
ვადა: 6 თვიდან 1 წლამდე
შიგთავსი: 1) თხილის, 2) ნიგვზის (წონის და ლებნების რაოდენობის რეგულირებით)

დეტალებს ერთობლივად დავამუშავებთ მწარმოებლებთან ერთად.

დაგვიკავშირდით ეხლავე: 577 73 79 64 (ტარიელ ზივზივაძე)