ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

არაღიარებული 21 მლრდ ლარამდე შიდა ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს

რა არის ინვესტიცია?

მოდით დავგუგლოთ და ვნახავთ განსაზღვრებას: To invest is to allocate money (or sometimes another resource, such as time) in the expectation of some benefit in the future. In finance, the expected future benefit from investment is a return. The return may consist of capital gain and/or investment income, including dividends, interest, rental income etc.

ამ განმარტების თანახმად [თქვენც შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ] ინვესტიცია არის ფულის [ან სხვა რესურსის, როგორიცაა მაგალითად დრო] ჩადება მომავალში რაიმე უკუგების მიღების მიზნით. თუ ამ ცნებას მარტო ფულის ჩადებასა და ფულის ამოღებაზე დავიყვანთ, აშკარად ვიწროდ მოაზროვნეების რიცხვში ჩავეწერებით [სტანდარტული მიდგომა]. მაგრამ თუ ოდნავ გავხსნით გონებას და გავაფართოვებთ როგორც ჩადებული რესურსის სახეებს [ფული, დრო, რეპუტაცია, უძრავი ქონება და ა.შ. სხვადასხვა სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონება], ასევე უკუგების სახეებს [ფული, იმიჯი, სიამოვნება, უძრავი ქონება და ა.შ. მატერიალური თუ არამატერიალური ქონება], მაშინ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ რაიმე ხეირის მისაღებად „გავისვრით“ ინვესტიციად კვალიფიცირდება.

სწორედ ამ საღი მიდგომის შედეგად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2015 წელს დახარჯული 3.2 მილიარდი ლარი არის ინვესტიცია, კონკრეტულად კი შიდა ინვესტიცია, ვინაიდან იგი დაიხარჯა, იგივენაირად შეიძლება ვთქვათ „ჩაიდო“ კონკრეტული ხეირის მისაღებად. ანუ, სახელმწიფო არის ინვესტორი!

სწორედ ამ საღი მიდგომის შედეგად საქართველოს მოსახლეობის მიერ 2015 წელს დახარჯული 12 მილიარდ ლარზე მეტი ნაღდი ფული არის ინვესტიცია, კონკრეტულად კი შიდა ინვესტიცია, ვინაიდან მეც და შენც და საქართველოს დარჩენილმა 3.7 მილიონმა მოსახლეობამ ეს ფული დახარჯა [იგივე ჩადო] კონკრეტული ხეირის მოსაღებად. ანუ, თითოეული ჩვენგანი არის ინვესტორი!

სწორედ ამ საღი მიდგომის შედეგად არასახელმწიფო ორგანიზაციებმა 2015 წლის განმავლობაში 6 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განახორციელეს და ესეც არის სწორედ რომ შიდა ინვესტიცია …

… ვაცხადებ: შემომედავეთ რაშიც გინდათ …

რა გამოდის?

ჯამურმა შიდა ინვესტიციებმა საქართველოში 2015 წელს შეადგინა: 12 [მოსახლეობის] + 3.2 [მთავრობის] + 6 [კერძო სექტორის] = 21 მილიარდ ლარამდე. ეს ის ინვესტიციებია, ეს ის რეალურად დახარჯული თანხებია, რომელსაც მე, თქვენ, ჩვენ, ამ ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციები ყოველდღიურად ვახორციელებთ ჩვენსავე კეთილდღეობაში.

მერე?

მერე ის, რომ როცა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რიცხვს [1.564 მილიარდი USD 2015 წელს] აგიფრიალებენ თვალწინ და მათთვის სასათბურე პირობების შექმნაზე მონოლოგებს წაგიკითხავენ, ჩაუკაკუნეთ, რომ შიდა ინვესტიცია ამ თანხაზე 6.5-ჯერ მეტია!!!

ჩვენ განძზე ვზივართ მეგობრებო, რომლის გამოყენება კი არა რომელზედაც საუბარიც კი არ მიმდინარეობდა აქამდე!

PS

ეს პირდაპირი ეთერი 2016 წლის 9 ნოემბერს შედგა. დიდი მადლობა TV იბერიას გუნდს ამ შესაძლებლობისათვის.