ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შევაჯამოთ: Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

ახალი ტექნოლოგიები ვისაც გაინტერესებთ და 20 ივნისს ჩატარებული Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 გამოტოვეთ რა გითხრათ აბა … ბევრი დაკარგეთ. ჩვენ, მოძრაობა KAR.GE ჩავერთეთ როგორც მხარდამჭერიც და მონაწილეც. რა იყო საინტერესო? გამოსვლები, პანელური დისკუსიები და დემო ზონა ბევრი საერთაშორისო სტუმრით … თითოეული თავისებურად.

მე პირადად ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, საინტერესო შეკითხვები დავსვი, საინტერესო მოსაზრებებს მოვუსმინე, ჩემს ჩაფიქრებულ პროექტს 1-2 საინტერესო აზრიც შევმატე და ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს იყო შედეგიანი. დღის მეორე ნახევარში FB Live-იც ჩავრთე კონფერენციიდან.

მთავარი შთაბეჭდილებები:

  1. მიუხედავად იმისა, რომ სფერო მე-10 წელია ვითარდება, ტექნოლოგია მაინც ახლად ითვლება, “მუშა” გადაწყვეტები ძალიან ცოტაა და კაცს რამის გაკეთება რომ გინდოდეს საქართველოში „სწორი“ იურიდიული ფორმის შერჩევაც კი სერიოზული ამოცანაა რომ არაფერი ვთქვათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყველა ნაბიჯზე დაგხვდება წინ განათლებიდან, უფრო სწორად გაუნათლებლობიდან დაწყებული, კანონით და[უ]რეგულირებლობით დამთავრებული;
  2. კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ყველას უჭირს. ეს ალბათ გასაგებიცაა, ვინაიდან დარგი ვითარდება ძალიან სწრაფად;
  3. თუ გინდა რამე გააკეთო, ადექი და გააკეთე! ეს ახალი აზრი არაა, ეს ჩემი მიდგომაა, რომლითაც ვმოქმედებ. მაშ, გამოვჭედოთ სანამ ცხელია …