ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე 7: ვინიფერას ეს უგემრიელესი ყურძნის მურაბა „ალფონსო“ აუცილებლად უნდა მეყიდა!

პირველად ეს მურაბა 2 წლის წინ გავსინჯე. ის სიღნაღში, ფესტივალზე ვიყიდე და ეს რა გავსინჯე … გემო ჰქონდა წარმოუდგენელი … სასწაულებრივი!

და ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში რომ ეს მურაბა თქვენთვის არ გამეცნო, დაუშვებელი იქნებოდა. საბედნიეროდ ნიკორას სუპერმარკეტში შემხვდა. შემხვდა და ჩემი „კალათი“ დაამშვენა!

გემო გადასარევი …

სიტკბო ზომიერი …

ყურძნის მარცვლები ბლომადაა შიგნით …

მეტი რა უნდა გინდოდეს მურაბისგან?

გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.