ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ამისთანა დღეს რომ მწარმოებელი გამოტოვებს, მისთვის 3 რამე მაქვს მხოლოდ სათქმელი

250+ მწარმოებელი …
ათასობით სტუმარი …
ათასობით ტურისტი სტუმარი …
კარგი მუსიკა …
კარგი განწყობა …
ბევრი მწვადი …
ბევრი ღვინო …
და ბევრი სადღეგრძელო …

აი ეს იყო დღეს ახალი ღვინის ფესტივალი, რომელსაც წვიმამაც კი ვერ შეუშალა ხელი!

მადლობა ყველა სტუმარს, ვინც იქ იყო!
მადლობა ყველა მწარმოებელს, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა!
და მეტ შეგნებას ვუსურვებ იმ მწარმოებლებს, რომლებიც იქ არ მონაწილეობდნენ!

„მაინც ყველაფერს ვყიდი და რა მინდა ფესტივალზე?“ – იყო ფრაზა ერთ-ერთი მეღვინისაგან, რომელიც არ მონაწილეობდა ახალი ღვინის ფესტივალზე. ასე „მოაზროვნეებს“ სამ რამეს ვეტყოდი:

1. ბრენდის განვითარება რა „ხილია“ იცით?
2. კონტაქტების განვითარება რა „ხილია“ იცით?
3. ცხვირს იქეთ ვერ გახედვას იცით რა მოაქვს შედეგად?

დარგში როცა რამეზე გაქვთ პრეტენზია, წლის მთავარ ფესტივალზე ვალდებული ხარ იყო! საერთოდ რომ ტყუილად დახარჯო ის 800 ლარი + სხვა საორგანიზაციო ხარჯები, მაინც ვალდებული ხარ იყო იქ – დარგის მთავარი ღონისძიების ეპიცენტრში!

ან გაქრი ბაზრიდან საერთოდ!