ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უმსხვილესი ჰოლანდიური ქსელი Jumbo ქართული ხურმის ჩირს უხარისხობის გამო იწუნებს

უმსხვილეს ჰოლანდიურ ქსელ ქართული ხურმის ჩირის შესყიდვაზე საბოლოოდ უარს აცხადებს. ორ წლიან დაუღალავ შრომას დაესვა წერტილი. ნეტა რატომ?

როგორც კი გიორგიმ თავისი გულისტკივილი გამანდო, მაშინვე შევთავაზე ამ მოკლე ინტერვიუს გაკეთება. ეგებ ამ სამწუხარო პრაქტიკული მაგალითით შევაგნებინოთ ადგილობრივი ვაიმწარმოებლების დიდ ნაწილს, რომ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებით “რაიონულ მასშტაბსაც” ვერ გასცდებიან ევროპაზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ.

გიორგი, დიდი მადლობა. თქვენ ჰოლანდიაში ხურმის ჩირის ექსპორტის აწყობას უკვე 2 წელია ცდილობთ. საიდან დაიწყეთ? სადამდე მიხვედით?

მადლობა შენ ტარიელ რომ ცდილობ და აშუქებ მართლაც ამ მტკივნეულ პრობლემას. ხურმის ჩირის ექსპორტი ჰოლანდიაში  დავიწყეთ ორი წლის წინ. თავიდანვე დიდი პრობლემის წინაშე დავდექით – პროდუქტი ჩამოგვივიდა უხარისხო. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად მცირე რაოდენობის გადარჩევა მაინც მოვახერხეთ და მივიტანეთ ერთ-ერთი უდიდესი სუპერმარკეტების ქსელის მენეჯერთან. შეკვეთა გვქონდა ტონობით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სტაბილური მიწოდება უხარისხობის გამო.

 

ამის შემდეგ გადავწყვიტე პირადად ჩამოვსულიყავი და შევხვედრილიყავი მწარმოებლებს. ბევრიც მოძრაობა KAR.GE-ს სტატიის შედეგად დამიკავშირდა. ვეცადე ამეხსნა ჩირის მწარმოებლებისთვის როგორი პროდუქტი უნდა ყოფილიყო და რა უნდა გაეკეთებინათ იმისათვის რომ  ევროპის ბაზარზე გასულიყვნენ. თითქოს მომისმინეს და გაიგეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამაოდ. ჩამომივიდა ისევ უხარისხო და ისევ  უვარგისი პროდუქტი. ვცდილობდი რაღაც გადამერჩია, მინდოდა რამე გამომეყვანა, ნამდვილად დიდი ენერგია და ძალისხმევა დაგვჭირდა რომ არ დაგვეკარგა ეს უდიდესი ქსელი, მაგრამ ამაოდ. ჩვენი ქართული ჩირი ჩამოიღეს დახლებიდან ეს იყო ჩემთვის დიდი დარტყმა.

რომელი ჰოლანდიური ქსელი იყო თქვენი პარტნიორი?

ეს იყო ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი Jumbo რომელსაც 900 ფილიალი აქვს. აქ მოხვედრა არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ. ვერ წარმოიდგენ რა ამაყი ვიყავი ამ სუპერმარკეტში ადგილი რომ ჰქონდა ქართულ ჩირს.

ქართული ჩირის რომელ მწარმოებელთან სცადე კავშირი? არცერთმა როგორ არ ივარგა?

ერთი დღით ფიქრობენ ესაა მათი პრობლემა.

აი ერთს მაგალითად ჟინვალში აქვს ფირმა საშრობით, მაგრამ ნიმუში ეგრევე ნაგავში გადავუშვი რომ გავსინჯე. ძირითადად გლეხებთან ვცდილობდი თანამშრომლობას. ჩირიფრუტთან ვცადეთ, მაგრამ ჯერ დასახვეწია, თან დიდი რაოდენობის დამზადება ჯერ არ შეუძლიათ. კარგი იქნებოდა რომ გამოცდილების ასამაღლებლად ევროპაშიც რომ ჩამოსულიყვნენ.

ჩიკორი? სკიჯი? *******? ამათთან გქონია კავშირი?

კი. ფასები აქვთ რაღაც არარეალურად მაღალი, არვიცი რომელ ბაზარზე აქვთ გათვლილი.

რას ეტყოდით აქაურ მწარმოებლებს?

სამწუხაროდ მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ საქართველო არ არის ამ ეტაპზე მზად ევროპის ბაზრისთვის! ხარისხი დაბალი, არანაირი ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული! დამზადების ტექნოლოგია არის მოძველებული! ჩემის აზრით ისევ მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა რომ მოხდეს მწარმოებლების დაინტერესება ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად. შეიძლება მწარმოებელს რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს თუ როგორი უნდა იყოს ევროპაში გასატანი საქონელი. მადლობა მინდა მოგიხადო ტარიელ და მოძრაობა KAR.GE-ს, რომ დაუზოგავი შრომით ცდილობ გამოასწორო ქართული ნაწარმი. მე იმედი მაქვს მთავრობაც გვერდით დაგიდგება რომ დავძლიოთ მართლაც ეს უდიდეს პრობლემა. იქნება დავანახოთ რომ სხვანაირად უნდა მიდგომა და საქმის კეთება. თურქეთიდან მაინც აიღონ მაგალითი. სავსეა თურქული პროდუქტებით ჰოლანდია, თან მაღალი ხარისხიანით.

დასკვნის სახით მოძრაობა KAR.GE-სგან: მოაფრიალე ევროპის, ჩინეთის და ინდოეთის კარი თუ გინდა … ითვალე ბაზარი მილიარდებში …  2 წელზე მეტია რაც “აწარმოე საქართველოში” არსებობს, ასობით მილიონი იხარჯება წელიწადში და რა ხეირი? ნუთუ დღემდე ქვეყანაში ხარისხიანი ჩირის წარმოება ვერ მოგვიხერხებია ნორმალურ ფასში?

 

PS

მე-4 შეკითხვაში “*******”-ით ნახსენებია კომპანია, რომელიც მოვიხსენიე შეკითხვაში როგორც ჩირის მწარმოებელი. როგორც შემდგომში გავარკვიე რასაც ეს კომპანია აწარმოებს სულ არ ყოფილა ჩირი. ეს ახსნილია მათსავე ვებსაიტზე და FB გვერდზე. სწორედ ამიტომ შეკითხვა დავარედაქტირე და დავწერე მოცემული განმარტება.