ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართული ლავაში თავთუხი – ქართული პროდუქტი

ბაზარზე ქართული ლავაში თავთუხი გამოჩნდა და რა თქმა უნდა მაშინვე ჩავავლე და გავსინჯე. ეს პირველად მოხდა 23 აპრილს „აირჩიე ქართული“-ს მიერ გუდვილში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე. იმის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ.

მე პირადად ძალიან მომწონს საფუარის გარეშე გაკეთებული ასეთი თხელი ლავაშები. პურის ასეთი ფორმა საშუალებას მაძლევს ჩემს ჭკუაზე მივირთვა იმდენი, რამდენიც მინდა, გავახვიო შიგნით ის, რაც მინდა. სახლში მივიტანე თუ არა რამოდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარე. პირველად ვინიფერას ყურძნის მურაბა „გავახვიე“ თავთუხში, მეორედ კი ძეხვი და ხორცი ჩემებურად შევამზადე. ორივე შემთხვევაში მშვენიერი გამოვიდა. ასე რომ ჩაგეთვალა თავთუხ!

პროდუქტი, ასორტიმენტი
კომპანია აწარმოებს როგორც ლავაშს, ასევე … ვახ … სახელი არ დამამახსოვრდა … აი კოტლეტს რომ წვავ და ფქვილის მაგვარში რომ გააგორებ ტაფაზე აშიშხინებამდე … ხომა რ გაგახსენდათ სახელი? ჰოდა იმას აწარმოებს კიდევ თავთუხი.

ხარისხი
გადასარევია! ზომიერი სისქის, რომელიც ნორმალურად იწოვს სითხეს [მურაბას მაგალითად]. აი ქართულ ხორბალზე თუ გადავა მთლად უკეთესი იქნება.

ფასი
1.2 დახლზე – სავსებით მისაღები ფასია 400 გრამიანი პროდუქტისთვის.

სად იყიდება
მე გუდვილშიც შემხვედრია და ჩვეულებრივ მარკეტშიც.

ბრენდი
თავთუხი – დიდებული სახელია. აქვს ლოგოც. თუმცა არ აქვს სლოგანი.

შეფუთვა
მე პირადად ძალიან მომწონს შეფუთვის დიზაინი. ხაზს უსვამს იმ დადებითს, რაც პურში არის.

ვებსაიტი, Facebook გვერდი
ინებეთ მეგობრებო Fb გვერდი – https://www.facebook.com/TavTuxi/

სერტიფიცირება
ეტიკეტზე მითითებულია, რომ GMO-ს არ შეიცავს.

კამპანია
ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის მიმდინარე მარკეტინგული კამპანია არ აღინიშნება.

მწარმოებელი
შპს თავთუხი
თბილისი, ღოღობერიძის 25
577 45 70 00
ltd.tavtukhi@yahoo.com
https://www.facebook.com/TavTuxi/

ვიყიდი თუ არა კიდევ?
სადმე თუ გადავაწყდი კი, აუცილებლად!

 

წარმატებებს გისურვებთ ქართული საქმის კეთებაში.