ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართულია & kar.ge-ა

ქართულია & kar.ge-ა!

აი დადგა ის დღეც როდესაც ვაანონსებ, რომ 10 თებერვლიდან ვერთვები მეგა პროექტში, ვიწყებთ კარგ საქმეს დიდი შემართებით და ენთუზიაზმით.

30 დღის განმავლობაში ცხრა მოხალისესთან ერთად ყოველდღიურად შევიძენ და დავაგემოვნებ ქართული და მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტებს და შთაბეჭდილებას  გაგიზიარებთ (სურათი და მოკლე აღწერილობა).

მე ჩემის მხრივ შევეცდები აღმოვაჩინო ნაკლებად ცნობილი და ახალი პროდუქტები, ასევე შეგახსენოთ მივიწყებული ან კიდევ თქვენთვის კარგად ნაცნობი მწარმოებლები.

თქვენ კი თვალი ადევნეთ, რჩევები მომეცით და თქვენი შეხედულება გამიზიარეთ

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.