ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ფორთოხლის მაფინი, BakeHouse, დღე #30

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ეს პროდუქტი მე თვითონაც სულ 3 კვირაა რაც აღმოვაჩინე. მას შემდეგ რაც უკვე რამოდენიმეჯერ გავსინჯე დავრწმუნდი, რომ მის ასაღწერად დრო და სიტყვები არ უნდა დახარჯო ადამიანმა. უბრალოდ იყიდეთ და გასინჯეთ. სად იყოდოთ? ქსელურ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში.

ვიტყვი მხოლოდ, რომ წარმოებულია საქართველოში და არის უგემრიელესი. მწარმოებელია “ემსიბი ჯორჯია“, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელს პურ-ფუნთუშეული პროდუქციით ამარაგებს ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თავად ბრენდი BakeHouse სულ რამოდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა.

3 ლარზე ცოტა მეტი ღირს ეს მაფინი. 380 გრამია. ვიზუალურად დიდი გამოიყურება, მაგრამ ისეთი გემრიელია თუ თავი არ მოთოკე, ვერ გაჩერდები.

გაგისინჯავთ?

დააგემოვნეთ და გაგვიზიარეთ მოსაზრებები (y)