ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფერმერთა ბაზარი

ფერმერთა ბაზარი – ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბაზრობა – 6 ივნისს, შაბათს, 10:00-14:00

სულ ეხლახან მივიღე ინფორმაცია ამ ძალიან მაგარი მოვლენის შესახებ და გიზიარებთ დაუყოვნებლივ!

2015 წლის 6 ივნისს ტარდება ფერმერთა ბაზრის პრეზენტაცია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაციისა და მათ მწარმოებელთა მხარდაჭერის მიზნით. ბაზრობა ჩატარდება საერთაშორისო სკოლა QSI-ს ორგანიზებით და მისსავე ეზოში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დიღომი, დიპლომატიური სოფელი ზურგოვანი.

ადგილზე თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ:

თაფლი, ღვინო, ხორცი,  რძის ნაწარმი, ნატურალური წვენები, თევზეული, სახლის პირობებში დამზადებული ატურალური საპონი, სახლის პირობებში დამზადებული კოსმეტიკური საშუალებანი, ხილი, კენკრა და ბოსტნეული, კარაქი, ზეთი, კვერცხი, სუნელები, ჩირი, ძმარი, მზა კულინარული და საკონდიტრო ნაწარმი, ყვავილები, მწვანილი (ქოთნებში) და ა.შ.

მობრძანდით და შეუერთდით ჯანმრთელ ცხოვრებას! აქ უნდა მიხვიდე, ნაღდი ქართული პროდუქტი იყიდო პირდაპირ ფერმერებისგან და მერე იამაყო ამით! მეც იქ ვიქნები დილიდანვე. მოხვალთ?