ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უნიკალური პროექტი

ქართულია & kar.ge-ა!

რამდენიმე ათწლეულის წინ ჩვენს ქვეყანის მაღაზიების დახლებზე ყველა პროდუქტი ადგილობრივი ანუ საბჭოთა წარმოების იყო. ალბათ მაშინ შემოვიდა მოდაში ყველანაირი „იმპორტულისადმი“ ლტოლვა. ვისაც „იმპორტული“, „ფირმა“ ტანსაცმელი ეცვა სხვაზე მეტად პრივილეგირებული იყო. იმპორტული“ & კარგი – საბჭოთა საქართველოს მოსახლეობისთვის დაუწერელი კანონი იყო.

არ ვიცი ჯერ ვერ გავიზარდეთ და ვერ ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნისადმი თითოეული მოქალაქის მოვალეობას თუ დღემდე „იმპორტულისადმი“ ლტოლვა გაგვაჩნია. ფაქტია, რომ სამშობლოს სიყვარული ლიტრობით ღვინის სმა,  „ქართული სუფრის ინსტიტუტი“, მუდმივ ბარიკადებზე დგომა არ არის. ქართული ბიზნესი და წარმოება თუ არ გაძლიერდა ქვეყანას არ ეშველება! ვიცი ბევრი გაიხსენებს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას … მაგრამ შევეშვათ მაღალ მატერიებს. ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს შეგვიძლია შევიტანოთ ყოველდღიური წვლილი ქვეყნის წინსვლაში!

10  თებერვლიდან 10 ადამიანისაგან შემდგარი პატარა ჯგუფით ვიწყებთ ქართული საქმის კეთებას.  ესაა უნიკალური პროექტი, რომლის მიზანია ქართული წარმოების პროდუქციის შეძენა გახდეს საამაყო, გახდეს ისეთივე ბუნებრივი რამ, როგორიცაა ნაგვის სანაგვე ურნაში გადაყრა და არა ქუჩაში. კი, ვიცი ესეც გვეძნელება ქართველებს, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა…

ხოდა მოდი შევცვალოთ დღევადელი რეალობა. მოდი დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც შეგვიძლია. ქართული პროდუქტის შეძენა კი ნამდვილად შეგვიძლია.

მადლობა რომ კითხულობთ  ამ  ტექსტს. პატივი  ვცეთ  ქართულ წარმოებას  და  ვიყიდოთ  ქართული  წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.