ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაყინი პინგო

უგემრიელესი ნაყინი პინგო – ველი როგორც მგელი!

მე მგონი ისეთი ამინდი დგება პირდაპირ ზაფხულში შევდივართ. ჰოდა ნაყინის სეზონიც ახლოსაა. პირველივე სიახლე დავაფიქსირე 2 დღის წინ – ნაყინი პინგო. Facebook გვერდი წესრიგშია, თუმცა „მოქოქილი“ არ არის. ვებსაიტი ჯერ მზად არ არის. იმედი მაქვს რიგიანად მიხედავენ. სლოგანიდან თუ ვიმსჯელებ – „ნაყინი ყველასათვის“ აშკარად ფართო ასორტიმენტს ველი. ლოგო მომეწონა. იმედია თეთრი პლომბირი გემრიელი ექნებათ.

ამჯერად 4 სხვადასხვა ნაყინი პინგო ვიყიდე ოჯახის 4 წევრისათვის, მაგრამ აშკარად მეტი უნდა მეყიდა … არ შემხვდა! „გადმოცემით“ ვიცი, რომ მოეწონათ. ფასები – 50 თეთრიდან 80 თეთრამდე. ძნელია თქვა ნაყინზე „აღმოჩენააო“, მაგრამ თუ გემრიელი და სტაბილური ხარისხის იქნება, მე მისი მუდმივი კლიენტი ვიქნები.

თქვენც დააგემოვნეთ ახალი ნაყინი პინგო და გაგვიზიარეთ მოსაზრებები.