ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ხვდებით ეს აღმოჩენა ქართული ტექსტილისა და სამოდელო ინდუსტრიისთვის რას ნიშნავს?

ამ სიუჟეტს შემთხვევით გადავაწყდი FB-ში დღეს …

და რომ არ გამეზიარებინა არ შემეძლო …

თურმე ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში მსოფლიოში უძველესი – 35,000 წინანდელი ადამიანის მიერ დამზადებული შეღებილი ძაფის ბოჭკო აღმოუჩენიათ, პალეოლითის ხანის ადამიანის ნასახლარებში დართული ძაფის ბოჭკოს ნაწილაკები. ამ აღმოჩენამდე უძველესი ძაფის ბოჭკო 21,000 წლის წინანდელი ყოფილა აღმოჩენილი სადღაც ჩეხეთში.

ხვდებით ეს ქართული ტექსტილისა და სამოდელო ინდუსტრიისთვის რას ნიშნავს?

საქართველოში აღმოჩენილ 8000 წლის წინანდელი წიპწაზეა აგებული კონცეფცია – „საქართველო – ღვინის აკვანი“, რომელსაც ყველანი თითზე ვიხვევთ და ღვინის ინსტრუსტრიაში ვმარიაჟობთ მსოფლიო მასშტაბით. 35,000 წლის წინანდელი ძაფის ბოჭკოს აღმოჩენას ნაკლები მნიშვნელობა კი არ აქვს საქართველოს წარმოსაჩენად სამოდელო და ტექსტილის ინდუსტრიებში?

ნახეთ 2014 წელს მომზადებული სიუჟეტი