ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სუპერმენი

სუპერმენი

მთვრალი ქმარი სახლში დაბრუნდა. ცოლმა აათვალ-ჩაათვალიერა და ეუბნება:
-კარგი, შემოდი სუპერმენ.
ქმარი ხმისამოუღებლად შედის სახლში და შემდეგ სამზარეულოში გადის.
-დაჯექი და ჭამე, სუპერმენ, -ეუბნება ცოლი.
ქმარმა ივახშმა და ცოლი ისევ ეუბნება:
-წადი, დაიძინე, სუპერმენ.
დილით გამოფხიზლებული ქმარი ცოლს ეკითხება:
-გუშინ სუპერმენს რატომ მეძახდი?
-იმიტომ, რომ მხოლოდ სუპერმენი იცვამს ტრუსებს შარვლის ზემოდან.