ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“კულა” – სტაფილოს სამარხვო კონსერვი

ქართულია & kar.ge-ა!

“კულა”  გორის საკონსერვო ქარხნის ერთ-ერთი ბრენდია, რომლის სახელით თითქმის ყველა დასახელების ხილის ნატურალური წვენი, მურაბა, ჯემი, საწებელი, სალათა, მარინადი, კომპოტი, შედედებული რძე და ხორცის კონსერვი იწარმოება. ხილი და ბოსტნეული, რომლითაც პროდუქცია მზადდება, მოყვანილია საქართველოში, მათი მოკრეფა და დამუშავება ხდება სიმწიფის სტადიაში. ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა პროდუქტს ყველა სასარგებლო თვისებას უნარჩუნებს.

დღეს უბნის მაღაზიაში შევიძინე “კულას” სამარხვო სტაფილოს კონსერვი. 500 გრამიანი ქილა 3.60 ლარი ღირს. სტაფილოს სალათი არის ძალიან ძალიან გემრიელი. მის შემადგენლობაში შედის: სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ზეთი, მარილი, მწვანილი, ტომატის სოუსი, ხმელი სანელებლები.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.