ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

„სნო ქიდს“ ჩვენი გამოწვევის 13-ე დღის პროდუქცია

გამოუშვა წყალი ბავშვისთვის საკმარისი არ არის …
გამოუშვა წყალი, რომელიც ბავშვს გაახალისებს … აი ეს უკვე საქმეა!
და შპს „აქვა გეო“-მ ეს შეძლო.
რას ვგულისხმობთ?
„სნო კიდს“-ის ბოთლი დადეთ ნახევარი საათით კარგ სინათლეზე
და მერე შეიტანეთ სიბნელეში
და მიხვდებით 🙂

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!