ლუდი მიყვარს! უცხოურ ლუდებს პატივს ვცემ! აი ქართულ ლუდს კი ვყიდულობ! რა თქმა უნდა სათანადო ატრობუტიკით [არაქისი, ჩიპსი, ყველი და ა.შ.]. ჰოი საკვირველებავ, როცა რამოდენიმე დღის წინ დახლზე განსხვავებული ჩიპსი აღმოვაჩინე და კიდევ უფრო მეტად გამიკვირდა, როცა აღმოჩნდა რომ ქართულია. მინდა წარმოგიდგინოთ ჩიპსის ქართული ბრენდი FRIXX.
წლების მანძილზე ქართული ჩიპსის წარმოების მრავალი იდეა და რამოდენიმე ჩავარდნილი პროდუქტი მინახავს, მაგრამ პირველად ვნახე ქართული წარმოების ჩიპსი FRIXX, რომელიც ფასშიც და ხარისხშიც „ყოჩაღად“ გამოიყურება! 22 გრამი, 50 თეთრი – მართლა აზრიანი კომბინაციაა მოძებნილი. გემრიელია, საღი შიგთავსით, ხელმისაწვდომი ფასით.
ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კარტოფილი ადგილობრივი წარმოებისაა. ეტიკეტზე ამაყად აწერია „კავკასიის მთების ჩიპსი“. მწარმოებლის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ – http://frixx.ge/. საიტი ფრიად ინფორმატიულია, თუმცა Facebook გვერდი … თავიდან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ დახლზე მხოლოდ FRIXX ბარბექიუ ვნახე. თუმცა გამყიდველმა მითხრა, რომ სხვებიც არის, ოღონდ მალე თავდებაო.
FRIXX ბარბექიუზე რას ვიტყვი? მწვადის არომატია და ფრიად გემრიელი. ერთი, რაც განასხვავებს ამ ჩიპსს არის ის, რომ კარტოფილი ცოტათი რელიეფურია. თუმცა ეგ არაფერი. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს FRIXX აჯიკა და FRIXX კლასიკი. ასე რომ „ჩავუსაფრდები“ …
თქვენ უკვე იყიდეთ/გასინჯეთ? რას იტყვით?