ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

საქკაბელი – ქართული “კაბელი”

ქართულია & kar.ge-ა!

იცოდით, რომ საქკაბელი ქართულ კაბელს აწარმოებს? გაინტერესებთ როგორ აღმოვაჩინე?

მიყვარს შაბათ-კვირა, როცა ყოველდღიური სამსახურეობრივი აურზაურისგან ვისვენებ და საოჯახო წვრილმანებით ვერთობი… არ მეგონა ელიავაზე “გასეირნება” თუ ასე სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ… ის რასაც ჩვენ ვქმნით, ჩვენი ხელით ალბათ ყველაზე მეტად მყუდროს ხდის ჩვენს გარემოს…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კვირას ელიავაზე მეუღლესთან ერთად კაბელის საყიდლად წასული, გზად მაღაზიების ვიტრინებს და რეკლამებს ვათვალიერებდი გაფაციცებით, ქართულ პროდუქტს ვეძებდი, თქვენთვის გასაზიარებლად და წარმოიდგნეთ ჩემი გაოცება, როცა პატარა მაღაზიაში ქართული პროდუქტი აღმოვაჩინე, თან ზუსტად ის, რაც მე მჭირდებოდა – საქკაბელის წარმოებული ქართული კაბელი!

არ ვიცი, გამყიდველმა ჩემი აღფრთოვანების საპირწონედ მიქო, მასში ეროვნულმა სიამაყემ გაიღვიძა, თუ საქონლის გასაღების სურვილმა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე სიამაყით ვუსმენდი, რომ ნამდვილად ქართული & kar.ge  პროდუქტია!

თურქულ ანალოგთან შედარებით 20 თეთრით ძვირი ღირდა მეტრა, მაგრამ ალბათ მეტ სხვაობასაც სიამოვნებით გადავიხდიდი, ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია ქართული კაბელი.

 

დაძებნეთ,  გამოიყენეთ და საკითხში გარკვეულებმა, თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, მართლა ისეთი კარგია, როგორც მითხრეს?

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.