10 დღის წინ დავაანონსეთ, რომ ჩურჩხელას მწარმოებლებს ვეძებდით. 1 კვირის წინ ყატარში გავაგზავნეთ ჩურჩხელები. იქ უკვე დეგუსტაციები ტარდება …
დღეს კი საექსპორტო ნიმუშები – „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ. უღრმესი მადლობა თითოეულ მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშები მოგვაწოდა. ყველა ნაღდი, ნატურალური, უგემრიელესი პროდუქცია.
კერძოდ:
- ჩურჩხელა Merry
- ჩურჩხელა Dr. George
- გურჯაანის ჩურჩხელა
- ჩალაუბნის ჩურჩხელა
- გრეიფის თათარა
ამ დღეებში იქაც დეგუსტაციებია დაგეგმილი, რომელთა შედეგებს გაგიზიარებთ.