ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

როგორ ნიავდება საქართველოს რესურსები? ნიკო ნიკოლაძე /აზრი #14/

#14 – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსები ჩინებულად არის შესწავლილი და გამოვლენილი, ადგილობრივი მწარმოებლების ინერტულობისა და პოლიტიკური ელიტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები ნიავდება, მას ხელში იგდებენ სხვადასხვა ჯურის „მეწარმეები“, ხოლო ამგვარი „ეკონომიკური ურთიერთობებით“ საქართველო წაგებული რჩება.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

რაც თავი მახსოვს სულ იმაზე იყო საუბარი თუ რა მდიდარია ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომ ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო ჩვენ დაგვაბერტყა … თქვენ ამის მართლა გჯერათ?

რად გინდა სიმდიდრე, თუ მას ვერ გამოიყენებ? მე აქ გავჩერდები, იმიტომ ამ სიმდიდრეს პოლიტიკოსები „კარტების სახლების“ ასაშენებლად იყენებენ, ხოლო რეალურად ხალხამდე არც არასოდეს დასულა რამე და არც აწი დავა.

აირჩევ მთავრობას და 4 მომდევნო წელი გადაგდებული ჰყავხარ. ამიტომ ყოველდღიურად გააკეთეთ არჩევანი მუშა ფუტკრების სასარგებლოდ, რომლებზედაც დგას ეს ქვეყანა: მშრომელი მეწარმეების, რომლებიც დოვლათს ქმნიან. იყიდეთ ქართული წარმოების პროდუქცია და სხვასაც მოუწოდეთ იგივე გააკეთოს!