ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ოქროს ვერძი, დღე #14

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ოქროს ვერძი ქართული ღვინის ბრენდია და იგი ჩვენი გამოწვევის მე-14 დღეს ამშვენებს. იწარმოება საქართველოში. თუ დააკვირდებით სასმელს უჩვეულოდ მუქი ფერი აქვს (ქარვა ოქროს ელვარებით). ეს დამზადების ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომელიც ასევე მე-19 საუკუნიდან მოდის. კომპანია NK-ს ამოცანაა ხარისხის მუდმივი სრულყოფა, პროდუქციის ცნობადობის და გაყიდვების ზრდა.

ღვინის ბრენდი (კონიაკი) “ოქროს ვერძი” თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • “ღვინის დრო“, ქ თბილისი, სამრეკლოს 18 (სამების საკათედრო ტაძრის წინ)
  • “ღვინის გალერეა“ ქ თბილისი, წინამძღვრიშვილის 39
  • ღვინის სარდაფი “ძველი ხიდი”, ქ თბილისი, სანაპიროს #4 (მშრალი ხიდის ქვეშ)
  • ღვინის სარდაფი და ბარი “ტალავერი”, ქ. თბილისი, ე. ახვლედიანის აღმართი 22