ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი – წლევანდელი უიმბლდონის ცოცხალი სენსაცია!

პირველ რიგში ყოჩაღ! ჩვენც ხომ გაგვაოცე და გაგვაოცე ნიკოლოზ, მაგრამ იმათაც თუ ყბა ჩამოუვარდებოდათ ამას საქართველოში კი არა იქაც ალბათ ვერავინ იფიქრებდა … ნახეთ რა დაპოსტეს უიმბლდონის ოფიციალურ ბლოგზე … Shock of the day!

 

shock of the day

 

ცნობისათვის: 2 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდა და დაამარცხა ხუთ სეტში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4. ტურნირის ფარგლებში ნიკოლოზის შეხვედრების სრული შეჯამება იხილეთ აქ.

ნიკოლოზი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება – მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტააგუტს. თამაში ხვალაა, 4 ივლისს. ერთი თხოვნა მექნება ნიკოლოზთან … იმ ბიჭს მთლად ისეც ნუ დაამარცხებ, რომ მერე ატირდეს …

მიუხედავად იმისა, რომ დადებითი მოლოდინი შეიქმნა, ალბათ ჯობია მიწაზე ჩამოვფრინდეთ. ნიკოლოზს უმძიმესი ორთაბრძოლა ელის და თუ გაიმარჯვებს მაშინ ჰოო … დიდი ამბები მოჰყვება ამ გამარჯვებას …