ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ გამოვიცნოთ ნაწარმი ქართულია თუ არა 3 სვლაში?

[ვსაუბრობთ ბრენდირებულზე, თორემ ბაზარში რომ ლობიო იყიდება მართლა ძნელია გაარკვიო ირანულია ის თუ ქართული. გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე და საჭიროების შემთხვევაში შენი “შემოლაწუნების სიძლიერეზეა” დამოკიდებული გაარკვევ თუ არა ამას]

იმისათვის რომ არ შეცდეთ და თვითონვე შეძლოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ამოცნობა მიჰყევით ამ 3 პუნქტიან ინსტრუქციას:

1) ნაწარმს უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი შეფუთვა და ეტიკეტი. თუმცა ეს არაა 100% საზომი. შეიძლება საექსპორტო დანიშნულებით აწარმოოს აქაურმა მწარმოებელმა და ეტიკეტზე სიტყვაც კი არ იყოს ქართულ ენაზე. ან იმპორტიორმა შეგიფუთოს პროდუქტი შენს ენაზე და ისე შემოიტანოს ბაზარზე.

2) შტრიხ კოდი უნდა იწყებოდეს 486-ით. თუმცა არც ეს არაა 100% კრიტერიუმი. შეიძლება აქ იწარმოებოდეს პროდუქცია სხვა ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიის შტრიქ კოდით, ან აქაურმა 486-იანი შტრიხ კოდის მფლობელმა კომპანიამ შეუკვეთოს საზღვარგარეთ პროდუქციის დამზადება.

3) ეტიკეტზე უნდა მითითებული იყოს, რომ წარმოებულია საქართველოში. მეტიც უნდა მითითებული იყოს წარმოების საკონტაქტო ინფორმაცია და იგი იყოს მიკვლევადი [მისი ფიზიკურად მოძებნა შეიძლებოდეს].

თუ რომელიმე ნაწარმის წარმომავლობაში ეჭვი შეგეპარებათ, აქვე FB კომენტარების ველში გვკითხეთ და დაგაკვალიანებთ.